2017-02-11 09:33:03, 3086 ნახვა
ეკონომიკა
დოლარი დღეს 2.6223 ლარი ღირს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს 2.6223 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.6454 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0231 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო დღეს 2.7907 ლარი ღირს, გუშინ მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 2.8290 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0383 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან