06:50 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-10 19:04:32, 2064 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
გიგაური: იმან, რომ ვერ მოხერხდა კონკრეტულად ახსნა, როგორ მოხდება საზმაუს რეფორმა, პროცესის მიმართ უნდობლობა გამოიწვია

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის განცხადებით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე რეფორმის ჩატარება აუცილებელია, მათ შორის კადრების ოპტიმიზაციაც, თუმცა ამ პროცესის მიმართ ნდობა უნდა იყოს.

როგორც გიგაურმა არასამთავრობო სექტორს, მედიაექსპერტებსა და არხის მენეჯმენტს შორის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე ითქვა, რომ  გადაცემები არ დაიხურება და გადაწყვეტილება კონკრეტულ გადაცემებთან დაკავშირებით, კონკრეტული კრიტერიუმების ჩამოყალიბების შემდეგ მიიღება. თუმცა, გიგაური აღნიშნავს, რომ თანამშრომლების პოლიტიკური მოტივაციით დათხოვნა არ უნდა მოხდეს:

„ზოგადად, ვფიქრობ, რომ ის პროცესი, რა პროცესიც დღეს მიმდინარეობს საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ერთის მხრივ, ჩვენი ორგანიზაციაც საუბრობდა იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტული რეფორმების ჩატარება, მათ შორის კადრების ოპტიმიზაცია, მათ შორის ზოგადად  ტექნიკური ბაზის გამართვა და ა.შ. მაგრამ  ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს პროცესი განხორციელდეს დიდი ჩართულობით და ამ პროცესის მიმართ იყოს დიდი ნდობა. იმან, რომ დღევანდელი მენეჯმენტი გარკვეულწილად დაკავშირებულია ყოფილ პრემიერ-მინისტრთან და იმან, რომ ზოგადად ვერ მოხერხდა კონკრეტულად ახსნა საზოგადოებისთვის, თუ როგორ მოხდება ამ რეფორმის ჩატარება, გამოიწვია უნდობლობა ამ პროცესის მიმართ. დღევანდელ შეხვედრაზე ბევრი კითხვა დასვით კონკრეტიკასთან დაკავშირებით. აქვე ითქვა ის, რომ  ყველა გადაცემა არ დაიხურება და მხოლოდ კრიტერიუმების ჩამოყალიბების შემდეგ მოხდება კონკრეტულ გადაცემებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება, ეს კარგია, რომ ასეთი გზავნილი გაიგზავნა საზოგადოების მიმართ, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, თუკი ამ პროცესში იქნება პოლიტიკური მოტივაციები, თუკი ხალხის გაშვება  მოხდება პოლიტიკური მიზნებით, თუკი გადაცემები დაიხურება პოლიტიკური მოტივაციით, ცხადია, ამას არ დაერქმევა რეფორმა  და რეფორმა უნდა იყოს  გამოყენებული იმისთვის, რომ არხი უკეთესი გახდეს და არა იმისთვის, რომ პოლიტიკური მიზანი იქნას მიღწეული“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics