06:50 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-10 18:08:24, 1818 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კილაძე „მოსმენების კანონპროექტზე“: ეს იქნება ოქროს შუალედი, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანების უფლებების მაქსიმალურ დაცვას

„არ შეიძლება  უსაფრთხოება დავიცვათ ადამიანის უფლებების ხარჯზე, ისევე როგორც არ შეიძლება ადამიანის უფლებები დავიცავთ უსაფრთხოების ხარჯზე“,-ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ „მოსმენების კანონპროექტთან“ დაკავშირებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც კილაძემ აღნიშნა, წარმოდგენილი კანონპროექტი დასავლურ სტანდარტებთან შესაბამისობაშია.

„ის კოლოსალური სამუშაო, რომელიც გასწია იმ ჯგუფმა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ქალბატონი ეკა, სწორედ ამ სამუშაომ მოგვცა სწორედ ის პროდუქტი, რომელიც დღეს აქ იქნა წარმოდგენილი.  მე ვფიქრობ სწორედ ეს არის ის ოქროს შუალედი, რომელზედაც ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვსაუბრობთ. რაც მთავარია ეს ყველაფერი შეესაბამება დასავლურ სტანდარტებს.  მე ვერ მოვისმინე ვერცერთი არგუმენტი სიმართლე გითხრათ ვერც ოპოზიციის მხრიდან, ვერც არასამთავრობო სექტორის მხრიდან, რომელიც შეეწინააღმდეგებოდა ამ არგუმენტებს და რომელიც იტყოდა, რომ „ჩვენი ეს წარმოდგენილი პროექტი არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, რომელი სტანდარტებიც არის ჩვენს დასავლელ მეგობრებთან“.  თქვენ ეს ძალიან კარგად იცით ძვირფასო ოპოზიცია, მაგრამ რაშია  საქმე რომ გვეწინააღმდეგებით ასე ყველაფერში. ეს არის ისეთი საკითხი, სადაც ერთსულოვანი უნდა ვიყოთ ყველა. თქვენც ასე უნდა გაღელვებდეთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება  და უფლებებიც, როგორც ჩვენ გვაღელვებს, მაგრამ მე ეჭვი მაქვს, რომ თქვენ სხვა პოლიტიკური მოტივები გამოძრავებთ. მე ვფიქრობ, რომ თქვენ ცდილობთ გადაიტანოთ არსებითი საკითხებიდან საზოგადოების ყურადღება არარსებულ საკითხზე“,-განაცხადა სოფო კილაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics