15:05 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-12 18:51:27, 999 ნახვა

სხვადასხვა
უპრეცედენტო შემთხევვა-

ტელერადიო კომპანია "ობიექტივში", ახალგაზრდებმა, რომლებსაც მხედველობასთან დაკავშირებით პრობლემები აქვთ, გადაცემა „მარადიული ფასეულობები“ წაიყვანეს.
„მარადიული ფასეულობები“ ნატა თარხან–მოურავის საავტორო გადაცემაა. იდეაც, რომ ეს გადაცემა შშმ პირებს წაეყვანათ, თავად თარხან–მოურავს ეკუთვნის.
მანამდე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა ჟურნალისტიკის განვითარების შესახებ კონკურსი გამოაცხადა.
დაიწერა პროექტი, რომელიც დეპარტამენტის ხელმძღვანელს ნუგზარ კანდელაკს წარუდგინეს. ეს პროექტი კონკურსში გავიდა.
მისი მონაწილეები არიან ნატა თარხან–მოურავი, მარიკა ლორთქიფანიძე, მანანა არველაძე და გურამ კივილაძე.
როგორც მანანა არველაძე „ექსპრესნიუსთან“ საუბარში ამბობს, ამ პროექტის განხორციელება 2015 წლის იანვრიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა მან ისეთი მოწონება დაიმსახურა, რომ ორი თვით ადრე, ნოემბერში  დაიწყო ამ პროექტის განხორციელება.
პროექტის ფარგლებში ჟურნალისტიკის სკოლა–სტუდია შეიქმნა, სადაც 20–მდე ახალგაზრდას  ორ თვიანი ტრენინგები უტარდებოდათ.  ლექციები ტარდებოდა ჟურნალისტიკის საფუძვლებში, რეჟისურასა და საოპერატორო ხელოვნებაში, კითხვის ხელოვნებასა და ხელოვნებათმცოდნეობაში.
 პროექტში 20 ახალგაზრდას შორის ოთხს მხედველობასთან დაკავშირებით პრობლემა აქვს.
მანანა არველაძე  ამ  4 ახალგაზრდას, მარიამ კაპანაძეს, ნატალია გორგიშელს, ესმა გუმბერიძესა და სტას ციგულსკის  ასე ახასიათებს.
„მინდა აღვნიშნო, რომ ეს ბავშვები არიან ძალიან ნიჭიერები, განათლებულები.  აქვთ უშრეტი ენერგია , ახლის მუდმივ ძიებაში არიან. ისინი  ბუნებით მართალნი არიან. მათ სიყალბე არ აქვთ არანაირად“.
გუშინ კი, შშმ პირებმა პირველი გადაცემა წაიყვანეს. თემაც თავად აირჩიეს.
„გადაცემას ახალგაზრდები არაჩვეულებრივად გაუმკლავდნენ. თემები თავად აირჩიეს. გადაცემა ორ ბლოკიანია. პირველ ბლოკში თემა იყო გელათი, ბაგრატი, კაცხის სვეტი და უბისას მონასტერი. სტუმრები იყვნენ ისტორიკოს ზაზა აბაშიძე და ნუგზარ კანდელაკი. მეორე ბლოკის თემა იყო მთაწმინდა. სტუმრები იყვნენ არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი და თანამედროვე მთაწმინდის პავილიონის რეკონსტრუქციის ავტორი ზაქარია ქურდიანი. პირველ ბლოკს ესმა გუმბერიძე და მარიამ კაპანაძე გაუძღვნენ. მეორე ბლოკს, ნატალია გორგიშელი და სტაფ ციბულსკი“– აღნიშნა არველაძემ.
მან მედიაკავშირ ობიექტივს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ ვერ ვიმუშავებდით, რომ არა მედიაკავშირი ობიექტივი და კერძოდ ირმა ინაშვილის თანხმობა ამ ფართის თაობაზე. ობიექტივმა დაგვითმო ოთახი, სადაც ბავშვებს ვამზადებთ“, – განაცხადა მანანა არველაძემ.
ჟურნალისტიკის სკოლა–სტუდია მიმდინარე წლის იანვრიდან მსურველების მიღებას კვლავ აპირებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა მელიამ მტკიცებულებები უდაო გახადა - საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა
ქარტია მოუწოდებს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, არ იქცეს ცენზორად!
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის ავტორი: ოცნების რეაქცია განსაკუთრებით მტრულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics