|
2017-02-10 15:21:31, 1726 ნახვა
კომენტარი
ზაალ უდუმაშვილი: ხელისუფლება „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ ბოლო შტურმისთვის ემზადება
უზენაეს სასამართლოსთან, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ, ტელეკომპანიის წარმომადგენლები მივიდნენ. სიტყვით გამოსვლისას „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილმა აქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ხელისუფლება ტელეკომპანიის წინააღმდეგ ბოლო შტურმისთვის ემზადება. “დიდი მადლობა, რომ ასე ერთხმად გვიჭერთ მხარს. თქვენ, ყველა ძალიან კარგად აცნობიერებთ, თუ რა პროცესებთან გავქვს საქმე. ხელისუფლება ბოლო შტურმისთვის ემზადება „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ. მათ ყველა ბერკეტი გამოიყენეს, სასამართლო სისტემა გასვარეს. ყველას გვახსოვს ურთმელიძის ნაჯახის და დედამისის ისტორია, ახლა უკვე ნაზღაიძის ისტორია. ჩვენ ერთიანობით შევძლებთ ამ არხის აგდარჩენას. მათ გასაგონად, ვისაც არ უყვარს ეს არხი: შეიძლება ეს არხი არ გიყვარდეს, მაგრამ უნდა გესმოდეს, რომ ეს არის ქვეყნის დემოკრატიული ღირებულებების დასამარება. არ იქნება ჩიტების და მაგნოლიების ჭიკჭიკი. შევძლებთ ერთხმად, თქვენი დახმარებით, ამ არხის გადარჩენას”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა სიტყვით გამოსვლისას. ცნობისთვის, უზენაეს სასამარლოსთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერ აქციას მართავს.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)