|
2017-02-10 14:37:07, 1024 ნახვა
საზოგადოება
მინდელის ქუჩაზე ავარიული საცხოვრებელი კორპუსის გამაგრება მიმდინარეობს
თბილისის მერი დავით ნარმანია, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსთან, გივი კუბლაშვილთან და ვაკის რაიონის გამგებელთან, ნოდარ ტურძელაძესთან ერთად, მინდელის ქუჩაზე ავარიული საცხოვრებელი კორპუსის გამაგრების სამუშაოებს გაეცნო. დავით ნარმანია ავარიული კორპუსის მცხოვრებლებს შეხვდა და შენობის გამაგრების სამუშაოების მიმდინარეობაზე ესაუბრა. ,,ავარიული სახლების გამაგრების სამუშაოები ქალაქში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. კორპუსის გამაგრების თხოვნა მოსახლეობისგან ჩვენ გასულ წელს მივიღეთ და გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, აღდგენითი სამუშაოები შემოდგომაზე დავიწყეთ. ამ და კიდევ სხვა 30-ზე მეტ მკვეთრად ავარიულ კორპუსს წლის განმავლობაში გავამაგრებთ, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ამ სახლებში მცხოვრები ადამიანების მდგომარეობას და პირობებს“,- განაცხადა თბილისის მერმა. ვაკის რაიონში, მინდელის №1-ში, მე-3 ხარისხის დაზიანების საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამშენებლო სამუშაოებს მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „გრანიტი“ აწარმოებს. გასული საუკუნის 80-იან წლებში აშენებული 17-სართულიანი კორპუსის სექცია გადახრილია 24 სანტიმეტრით და ნაგებობას გააჩნია საძირკვლის ჯდენები. მიმდინარე ეტაპზე ხორციელდება ხიმინჯების მოწყობის სამუშაოები. პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია 306 ხიმინჯის მოწყობა. ავარიული საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება. დედაქალაქის ბიუჯეტიდან პროექტზე 600 000 ლარი დაიხარჯება. სამშენებლო სამუშაოებს მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „გრანიტი“ აწარმოებს. გამაგრებითი სამუშაოები ამჟამად კიდევ 9 ავარიულ სახლს უტარდება. მიმდინარე წელს ავარიული კორპუსების გამაგრება-გაძლიერებისთვის 22 მლნ ლარი დაიხარჯება. აღნიშნული თანხით კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური თბილისის მასშტაბით 30 ავარიულ კორპუსს გაამაგრებს.
(NS)
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)