13:27 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-10 14:11:57, 2929 ნახვა

ეკონომიკა
„ავერსის“ შვილობილი კომპანია „მედალფა“ ჩოხატაურში დღეს განახლებულ სამედიცინო ცენტრს ხსნის

კომპანია ,,მედალფა“ დღეს, 16:00 საათზე,  ჩოხატაურში განახლებულ სამედიცინო ცენტრს ხსნის (დაბა ჩოხატაური, თბილისი ქ. #10).

ცენტრის გახსნის ცერემონიალს დაესწრებიან: გურიის გუბერნატორი –გია სალუქვაძე; გურიის გუბერნატორის მოადგილეები - გია ებრალიძე, სოსო ერქომაიშვილი,  ქეთი მოისწრაფიშვილი; ქალაქის მერი - ბეგლარ სიორიძე; ქალაქის მერის მოადგილეები - ალეკო ბურჭულაძე, კობა დუნდუა; ჩოხატაურის  მუნიციპალიტეტის გამგებელი - ირაკლი კუჭავა; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - ზაალ მამალაძე; მედალფას დამფუძნებელი–პაატა კურტანიძე; მედალფას გენერალლური დირექტორი–გიორგი ამბროლიანი.

ჰოსპიტალური ქსელი ,,მედალფა“ 2011 წლის 23 აგვისტოს დაარსდა. ქსელი ამჟამად აერთიანებს ოთხ მრავალპროფილურ საავადმყოფოს და ორ პოლიკლინიკას: ოზურგეთის სამედიცინო ცენტრი, ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრი, ლანჩხუთის სამედიცინო ცენტი, კასპის სამედიცინო ცენტრი, მახინჯაურის კლინიკა და თბილისის კლინიკა.

შპს „მედალფას“ ჰოსპიტალური ქსელის ყველა სამედიცინო ცენტრი და კლინიკა წარმოადგენს თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი აპარატურით აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც უზრუნველყოფილია სამედიცინო მომსახურების მაღალი ხარისხი და კომფორტული გარემო.

2012 წლიდან ჩოხატაურში ფუნქციონირებდა ამბულატორია და 5 საწოლიანი სტაციონარი. ამჟამად კი გაფართოვდა ამბულატორია და სტაციონარი გახდა 25 საწოლიანი. აღნიშნულ ცენტრში სამშობიარო სახლიც ფუნქციონირებს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics