|
2017-02-10 12:48:42, 1823 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძეს თქმით, ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით კითხვები არსებობს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძეს განცხადებით, ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით კითხვები აქვს. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, მას აინტერესებს თუ რამდენად ობიექტური იყო საკონსტიტუციო სასამართლო, როცა ამ კანონზე გადაწყვეტილება მიიღო. "სახელმწიფო ინტერესებისთვის ეს არის მნიშვნელოვანი, ამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც რისკები მთელს მსოფლიოში გაზრდილია. ახალი მოდელი შემუშავებულია ჩართულობით. მათ შორის სამოქალაქო საზოგადოება იყო ჩარული ამაში. შემოთავაზებულია სამი მნიშვნელოვანი პრინციპი. აქ არის: ხელისუფლების სამივე შტოს კონტროლი. ეს არის აღმასრულებელი ხელისუფლება, პარლამენტი, რომელიც ნდობის ჯგუფის ფარგლებში უფრო ეფექტურად გააკონტროლებს ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებას. იყო მოთხოვნა, რომ ეს ფუნქცია, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ყოფილიყო გატანილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურდან. დიახ, ახალი მოდელით, ის გადაეცემა ახალ დამოუკიდბელ უწყებას, რომელსაც შექმნის სახელმწიფო. ასევე იყო მოთხოვნა, რომ იმ ორგანიზაციას, რომელსაც გადაეცემოდა ეს ფუნქცია, არ ჰქონოდა საგამოძიებო ინტერესები. დიახ, ეს მოთხოვნაც დაკმაყოფილებულია და გადადის ისეთი ორგანიზაციის ხელში, რომელსაც გამოძიება არ ევალება. რაც შეხება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს, მე უკვე მიჩნდება შეკითხვები რამდენად იყო ეს გადაწყვეტილება თავისუფალი პოლიტიკური მოტივაციებიდან,“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)