|
2017-02-10 10:52:44, 987 ნახვა
საზოგადოება
ლევან უჯმაჯურიძე FAO-ს მე-16 სესიას დაესწრო
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაუჯურიძე გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მე-16 რეგულარულ სესიას დაესწრო, რომელიც FAO-ს სათაო ოფისში, იტალიაში, ქალაქ რომში გაიმართა. როგორც "ექსპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სესიას FAO-ს წევრი 178 სახელმწიფოს და ევროკავშირის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. უწყების ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე 2016 წლიდან FAO-ს გენეტიკური რესურსების დაცვის კუთხით კოორდინატორია საქართველოდან. სესიის დაწყებმადე გაიმართა სპეციალური ღონისძიება - „ბიომრავალფეროვნების როლი სურსათის წარმოებასა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისთვის". FAO-ს მე-16 რეგულარული სესია ფოკუსირებული იყო მცენარეთა, ტყის, ცხოველთა მიკროორგანიზმთა და უხერხემლოთა გენეტიკური რესურსების, აგრეთვე წყლისა და ნიადაგური რესურსების დაცვა-განვითარებაზე. სურსათის წარმოების და სოფლის მეურნეობის გენეტიკური რესურსების კომისიამ, რომელიც 2 წელიწადში ერთხელ იკრიბება, სესიაზე გადაწყვეტილება მიიღო რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც წევრ და დამკვირვებელ ქვეყნებს რეკომენდაციის სახით გადაეცათ. FAO-ში შეიქმნა ახალი - „კლიმატის ბიომრავალფეროვნების, მიწისა და წყლის რესურსების დეპარტამენტი“, რაც გენეტიკური რესურსების დაცვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას უსვამს ხაზს. მე-16 რეგულარულ სესიაზე, რომლის მთავარი თემა სურსათის წარმოებისა და სოფლის მეურნეობის გენეტიკური რესურსები იყო, მიიღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები შემდეგი მიმართულებით: კლიმატის ცვლილებების ეროვნულ პროგრამებში გასათვალისწინებელი გენეტიკური მრავალფეროვნების თემატიკები. კომისიამ მიიღო დოკუმენტი კულტურული მცენარეების ველური წინაპრების, ასევე სასარგებლო მწერებისა და მიკროორგანიზმების გენეტიკური მრავალფეროვნების შენარჩუნების შესახებ. სესიაზე ქვეყნებში მეთესლეობის პროგრამების მხარდაჭერას და მეთესლეობის სისტემების რეაბილიტაციას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ ყველა ქვეყანას, მათ შორის განვითარებად ქვეყნებს, მეთესლეობის სტაბილური ინსტიტუციონალური პროგრამების ჩამოყალიბებაში დახმარება აღუთქვა. აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) ერთად ახორციელებს პროექტს - მარცვლეული კულტურების თესლის სერტიფიცირება, რომლის ფარგლებშიც 2020 წლამდე უფასოდ განხორცილდება მარცვლეული კულტურების სერტიფიცირების პროცედურები, რაც ფერმერებს გენეტიკურად სუფთა სათესლე მასალით და მაღალხარისხიანი მოსავლის მიღების გარანტიით უზრუნველყოფს. ამავე დროს სერტიფიცირებული სისტემის შემოღება ბაზარს ფალსიფიცირებული პროდუქციისგან დაიცავს. მე-16 რეგულარული სესიის ფარგლებში მომზადდება ორი გლობალური შეფასება: ბიომრავალფეროვნების და წყლის გენეტიკური რესურსების მდგომარეობა მსოფლიოში სურსათის წარმოებისა და სოფლის მეურნეობის სფეროში. (NS)
ვოლოდიმირ ზელენსკი ერევანში ევროკავშირის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა
ბათუმში სასწრაფო დახმარების მანქანა 2 ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)