2017-02-10 09:02:18, 2551 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი 2.6454 ლარი ღირს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს 2.6454 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.6627 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0173 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო დღეს 2.8290 ლარი ღირს, გუშნ მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 2.8342 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0052 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან