01:42 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-09 14:19:22, 1079 ნახვა

საზოგადოება
რეგიონული სასწრაფოს თანამშრომლებმა პერსონალური მონაცემების დაცვაზე ტრენინგი გაიარეს

რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ტრენინგი გაიარეს.

სწავლებაში ცენტრალური აპარატის ყველა დეპარტამენტიდან 80-მდე თანამშრომელი ჩაერთო.

ტრენინგზე ყურადღება პერსონალური  ინფორმაციის დაცულობის მნიშვნელობაზე გამახვილდა. ინსპექტორის აპარატის წარმომადგენელმა ჯანდაცვის სისტემაში არსებულ განსაკუთრებულ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე ისაუბრა.

ლექციის შემდეგ შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა. სასწრაფოს თანამშრომლებმა ტრენერთან ერთად პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული სხვადასხვა  საკითხი განიხილეს.

ცნობისთვის, სასწავლო კურსი პერსონალური მონაცემების დაცვაზე ორიენტირებული სისტემის შექმნას ისახავს მიზნად.  

ტრენინგი ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრში ჩატარდა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics