|
2017-02-09 14:15:12, 1081 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი პროექტების ფინანსური მხარდაჭერა ეროვნულ ვალუტაში მოხდება
შეღავათიანი აგროკრედიტისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტების ფარგლებში ცვლილებები განხორციელდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, შეღავათიანი აგროკრედიტი მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა. აღნიშნული ცვლილებები თანხვედრაშია ქვეყნის ლარიზაციის სახელმწიფო გეგმასთან და სესხების ლარში აღების სტიმულირებას ახდენს; სავალუტო რისკების თავიდან აცილების მიზნით, მიზანშეწონილია ბენეფიციარებისთვის გრძელვადიანი სესხები ეროვნულ ვალუტაში გაიცეს. უწყების ინფორმაციით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში განხორციელებულ ცვლილებებამდე, ძირითადი საშუალებების კომპონენტში სესხის მაქსიმალური ვადა განსაზღვრული 7 წლით იყო. ცვლილებების თანახმად, სესხის ვადის შეზღუდვა მოიხსნა. სესხის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსების პერიოდი განისაზღვრა პირველი ტრანშის გაცემიდან 66 თვის ვადით. ბენეფიციარებს შესაძლებლობა მიეცათ ისარგებლონ როგორც ფიქსირებული, ისე მცურავი საპროცენტო განაკვეთის მქონე სესხებით და გააკეთონ მათთვის ოპტიმალური არჩევანი. სოფლის მეურნეოების გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ახალი რედაქციის თანახმად, პროექტის ფარგლებში განსაზღვრული თანადაფინანსებაც გაიცემა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში. დამატებით, პროექტის ფარგლებში, შესაძლებელი გახდა კაკლოვანი კულტურების შემნახველი საწარმოების დაფინანსება. დღეის მდგომარეობით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, სულ 16 000-ზე მეტ ბენეფიციარზე გაცემულია 27 000-ზე მეტი შეღავათიანი აგროკრედიტი. კომერციული ბანკების მიერ გაცემული თანხა აღემატება 759 მლნ ლარს და 238 მილიონ აშშ დოლარს. აღნიშნული სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში შეიქმნა 154 ახალი საწარმო და გადაიარაღდა 700. (NS)
ვოლოდიმირ ზელენსკი ერევანში ევროკავშირის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა
ბათუმში სასწრაფო დახმარების მანქანა 2 ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)