|
2017-02-09 13:37:38, 2449 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრს მრჩევლები არ ჰყავს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, მას არც ერთი მრჩეველი და მხოლოდ ერთი მოადგილე ჰყავს. როგორც სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, მის შტატში სულ 31 ადამიანია დასაქმებული: „მე მყავს ძალიან პატარა შტატი. ვართ 31 ადამიანი, რომელიც საკმაოდ ტიტანურ სამუშაოს ვასრულებთ ორი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებით. ეს გახლავთ შერიგება, კონფლიქტების მოგვარება და სამოქალაქო ინტეგრაცია. ამიტომ ძალიან რთული სამუშაოა, ერთ ადამიანზე ბევრი სამუშაო ნაწილდება. პირადად მრჩეველი არ მყავს, მყავს მხოლოდ ერთი მოადგილე. მოქნილი და პატარა აპარატია, ეს არის სახელმწიფო მინისტრის აპარატი და შეიძლება სხვებს ამიტომ ვერ შევადაროთ. სხვა სპეციფიკა გვაქვს“,- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)