05:34 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-09 13:36:01, 1723 ნახვა

კომენტარი
ციხელაშვილი: სახელმწიფო ყველა ბერკეტით ცდილობს, გიორგი ლუკავა გათავისუფლდეს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, გიორგი ლუკავას გათავისუფლების საკითხი საქართველოს ხელისუფლებისთვის ძალიან პრიორიტეტულია და ყველა შესაბამისი მექანიზმი ამოქმედებული აქვთ.

მისივე თქმით, ოჯახის მიერ ცემასთან დაკავშირებით გავრცელებული  ინფორმაცია არ დასტურდება:

„ჩვენი ინფორმაციით, არ დასტურდება, რასაც მისი ოჯახი ავრცელებდა ცემასთან დაკავშირებით, ან ის, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდეს. ბოლო პერიოდში ეს საკითხები გარდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმისა, ცხელი ხაზის მეშვეობითაც განიხილება. ორჯერ იქნა გააქტიურებული ცხელი ხაზი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით. სწორედ აქედან გამომდინარე, არ დასტურდება გავრცელებული ინფორმაცია ამ საფრთხეებსა და რისკებზე. რა თქმა უნდა, ჩემთვის გასაგებია ოჯახის ემოცია და სურვილი, რომ რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლდეს ლუკავა. სახელმწიფოს ისედაც აქვა ჩართული ყველა მექანიზმი. მისი მეუღლე, რომელიც შიმშილობს გვინდა, რომ გაუფრთხილდეს საკუთარ ჯანმრთელობას, როგორც მრავალშვილიანი დედა და დარწმუნებული იყოს, რომ სახელმწიფო ყველა ბერკეტით ცდილობს გიორგი ლუკავა გათავისუფლდეს უკანონო პატიმრობიდან“,- განმარტა ციხელაშვილმა.

შეგახსენებთ, 52 წლის გიორგი ლუკავა დრანდის ციხეში აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე 5 წლის წინ დააკავეს და მას უვადო პატიმრობა მიუსაჯეს.

ლუკავას ოჯახის წევრების განცხადებით,  მათთვის უცნობია, რა ბედი ეწია აფხაზეთის ომის მონაწილე გიორგი ლუკავას. მათივე განმარტებით, დაკავებული მათ ტელეფონით დაუკავშირდა და მიაწოდა ინფორმაცია, თითქოს გაცვლის შესახებ შეთანხმება მიღწეულია.  ოჯახის თქმით,  ამის შემდეგ პატიმარი დაიკარგა. ისინი ეჭვობენ, რომ ლუკავა მოკლულია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics