|
2017-02-09 13:10:11, 2197 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
დოდო შონავა: საზოგადოებრივ მაუწყებელში მოვითხოვთ კომპეტენტურ მენეჯმენტს და მართლზომიერ მართვას
„მაუწყებლის რეფორმა მისაღებია, ნურავის ნუ ეგონება რომ ცვლილებების წინააღმდეგი ვართ“, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ნდობის ჯგუფის წევრმა დოდო შონავამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ნდობის ჯგუფი მუშაობას იწყებს დოკუმენტზე, რომელსაც საზოგადოებასა და სამეურვეო საბჭოს წარუდგენს. მანვე განმარტა, რომ დოკუმენტში გაწერილი იქნება ის პრინციპები, რომელთა მიხედვითაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეტაპობრივი მოდერნიზება უნდა მოხდეს. „ჩვენთვის მისაღებია რეფორმა საზოგადოებრივი მაუწყებლის. ნურავის ნუ ეგონება, რომ ჩვენ ცვლილებების წინააღმდეგი ვართ. ჩვენ წლებია ცვლილებებს მოვითხოვთ. ჩვენ მოვითხოვთ კომპეტენტურ მენეჯმენტს და მართლზომიერ მართვას როგორც ადამიანური რესურსების ისე ფინანსებისა. ჩვენ ვიწყებთ ძალიან სერიოზულ დოკუმენტზე მუშაობას , წარვუდგენთ საზოგადოებას და ბორდს. ამ დოკუმენტში იქნება გაწერილი ის პრინციპები, რომლითაც მიგვაჩნია, რომ უნდა მოხდეს ეტაპობრივი მოდერნიზება საზოგადოებრივი მაუწყებლის“,-აღნიშნა შონავამ.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)