|
2017-02-09 12:45:53, 1155 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრში იურიდიულ პირთა ელექტრონული სააღრიცხვო ბარათების შექმნა გრძელდება
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო იურიდიული პირების ელექტრონული სააღრიცხვო ბარათების შექმნის პროექტს აგრძელებს. პროექტის ფარგლებში, 2016 წელს 20100 სამეწარმეო სუბიექტზე ახალი ელექტრონული სააღრიცხვო ბარათი შეიქმნა. პროექტი საჯარო რეესტრმა 2016 წელს დაიწყო. 2016 წელს განხორციელებულმა სამუშაოებმა, პროექტით დაგეგმილი სამუშაოების სრული რაოდენობის 16 % შეადგინა. პროექტი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ელექტრონული რეესტრის მონაცემებთან შედარებას, არაზუსტი და ხარვეზიანი მონაცემების გასწორებას, სარეგისტრაციო დოკუმენტაციის დასკანერებასა და თითოეული იურიდიული პირისთვის სრულყოფილი ელექტრონული სააღრიცხვო ბარათის შექმნას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში 2010 წლამდე რეგისტრირებული 122 464 იურიდიული პირის საქმე დამუშავდება. დაგეგმილი სამუშაოები სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ელექტრონული რეესტრის მონაცემებთან შედარებას, არაზუსტი და ხარვეზიანი მონაცემების გასწორებას, სარეგისტრაციო დოკუმენტაციის სკანირებას და თითოეული იურიდიული პირისთვის სრულყოფილი ელექტრონული სააღრიცხვო ბარათი შექმნას ითვალისწინებს. პროექტის განხორციელების შედეგად აღმოიფხვრება ყველა ის ხარვეზი, რომელიც არასისტემატიზებული არქივისა და ელექტრონული მონაცემთა ბაზებითაა გამოწვეული, გაიზრდება საჯარო რეესტრის სერვისების ხარისხი, შესაძლებელი გახდება ადმინისტრაციული ორგანოებისა და კერძო სექტორის უტყუარი და ზუსტი მონაცემებით უზრუნველყოფა. აღსანიშნავია, რომ ელექტრონული სააღრიცხვო ბარათების შექმნის პროექტის მნიშვნელოვნად გაზრდის საარქივო დოკუმენტების ხელმისაწვდომობის ხარისხს. თითოეულ იურიდიულ პირზე ციფრულ ფორმატში გადატანილი საარქივო დოკუმენტაცია საჯარო რეესტრის ვებგვერდზე www.napr.gov.ge განთავსდება და ნებისმიერი დაიტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი გახდება. იურიდიულ პირთათვის ელექტრონული სააღრიცხვო ბარათების შექმნის პროექტის დასრულება 2019 წლისთვისაა დაგეგმილი.
(NS)
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)