08:39 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-09 11:53:05, 1570 ნახვა

სხვადასხვა
15 ადგილი, რომელიც 2017 წელს უნდა მოინახულოთ

მოგზაურობის მოყვარულთათვის, მოდური გამოცემა Harpersbazaar-ი რამდენიმე ქვეყანას გირჩევთ, რომლის მონახულებაც მიმდინარე წლის ნებისმიერ სეზონზე შეგიძლიათ. 

გამოცემის მიერ ჩამოთვლილ ქვეყნებს შორის როგორც აღმოსავლეთ ევროპული ასევე სამხრეთ ამერიკული სახელმწიფოებია, გარდა ამისა სკანდინავიის ქვეყნები, აზიისა და აფრიკის საუკეთესო ადგილებიც. 

წარმოგიდგენთ 15 ადგილს, სადაც 2017 წლის შვებულების გატარება შეგიძლიათ. 

ახალი ზელანდია

შეუდარებელი ლანდშაფტი, სუფთა სანაპიროები და ულამაზესი მთები - ახალი ზელანდიის მონახულება წელს ნამდვილად ღირს. როგორც Harpersbazaar წერს, ის, რაც ტურისტებს განსაკუთრებით კარგად ამახსოვრდებათ და ახალი ზელანდიის კიდევ ერთხელ მონახულებას აიძულებთ, არის ღვინო და სამზარეულო - უგემრიელესი კერძები. 

კანადა

Harpersbazaar კანადის მონახულებას ზაფხულში გვირჩევს, ვინაიდან წელიწადის ამ დროს სამოგზაუროდ ყველაზე კარგი კლიმატური პირობებია. სექტემბრის ადრეული პერიოდისათვის მოგზაურობა ხელოვნების მოყვარულებმა უნდა დაგეგმონ, ვინაიდან სწორედ ამ დროს იმართება ტორონტოს ფილმების ფესტივალი. 

ფინეთი

თუ ზღაპრული და არაამქვეყნიური სილამაზის ნახვა გსურთ, გეზი ფინეთისკენ უნდა აიღოთ. ჩრდილოეთის ნათება გულგრილს არცერთ ტურისტს არ ტოვებს და სწორედ ეს თავბრუდამხვევი სანახაობა გაიძულებთ, რომ ქვეყანას რამდენჯერმე ესტუმროთ. 

პიტსბურგი, პენსილვანია

გაზაფხული, ზაფხული და შემოდგომა პიტსბურგის მოსანახულებლად საუკეთესო პერიოდებია. ქალაქის ბარები და კაფეები განსაკუთრებულად მიმზიდველი ახალგაზრდებისთვის არის. ზამთარს რაც ეხება პიტსბურგში ძალიან მკაცრი კლიმატური პირობებია, ამიტომ წელიწადის ამ დროს სითბოს მოყვარულებს მგზავრობას არ გირჩევთ.

პორტუგალია

პორტუგალია წლის ყველა სეზონზე მიმზიდველია, თუმცა ზაფხული ამ ქვეყნის მოსანახულებლად ყველაზე კარგი პერიოდია. 

ინდოეთი

ოქტომბერში სინათლის, ხოლო მარტში ფერების ფესტივალები იმართება, ამიტომ თუ მსგავსი ღონისძიებებით დაინტერესებული ბრძანდებით, 2017 წლის შვებულება ინდოეთში დაგეგმეთ.

რუანდა

ზამთარი, გაზაფხული და შემოდგომა, როგორც წესი, ძალიან წვიმიანია. ამიტომ ზაფხული რუანდაში სამოგზაუროდ საუკეთესო პერიოდია. ის გამოირჩევა მრავალფეროვანი ლანდშაფტით, ეროვნული პარკებით. რუანდა ფლორისა და ფაუნის მოყვარულთათვის საუკეთესო ადგილია. 

ისრაელი

ისრაელის მონახულების იდეალური პერიოდი მარტი-მაისის თვეებია. ვიზიტორმა აუცილებლად უნდა მოინახულოს თელავივი, დაისვენოს მკვდარი ზღვის სანაპიროზე. გარდა ამისა, ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა გოდების კედელია, რომლის აგებაც ებრაული ტომების სულიერ ერთიანობას ისახავდა მიზნად. ისრაელი უდიდესი კულტურით, ისტორიით და გურმანებისთვის გამორჩეული საკვებით ნებისმიერი ტურისტისთვის მიმზიდველი ადგილია. 

კეიფ ტაუნი, სამხრეთ აფრიკა

ადგილის მონახულების იდეალური პერიოდი ნოემბერი-თებერვლის თვეებია, მაშინ როდესაც სამხრეთ აფრიკაში ზაფხულია. ადრენალინის მოყვარულთათვის აქ შესაძლებელია, სერფინგი, კლდეებზე ძრომიალი და ზვიგენებთან ერთად ცურვა. კეიფ ტაუნის სამზარეულო საკმაოდ ეგზოტიკურია, თუმცა ყველას შეეძლება თავისი გემოვნების მიხედვით საკვების შერჩევა. აუცილებლად უნდა მოინახულოთ კემპ ბეის სანაპირო, რობენის კუნძული და ცაიტ მოკას მუზეუმი, რომელიც სექტემბერში იხსნება. 

ვარშავა, პოლონეთი

ვარშავა განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს თავისი არქიტექტურით, მას ხშირად „ახალი ბერლინის“ სახელით მოიხსენიებენ. ქალაქის მოსანახულებლად საუკეთესო პერიოდი ზაფხულია. 

მადაგასკარი

მადაგასკარი შეუდარებელი ბუნების გარდა, გამოირჩევა ფლორისა და ფაუნის ისეთი სახეობებით, როგორიც სხვაგან არ გვხვდება. სამოგზაუროდ საუკეთესოა აპრილიდან-ნოემბრამდე პერიოდი.

იაპონია 

იაპონიის მონახულების იდეალური პერიოდი შემოდგომა და გაზაფხულია. ვიზიტორს შეუძლია დაესწროს ნაციონალური კერძის, სუშის დამზადების გაკვეთილებს, სუმოს მასტერკლასებს და ორიგამის დამზადების ხელოვნება შეისწავლოს. გარდა ამისა, ტურისტებმა უნდა მოინახულონ იკაბანას ყვავილების ორანჟერეა და კანაზავას ციხესიმაგრე. 

კოლუმბია

კართაგენა და ბოგოტა ის ქალაქებია, რომელიც ტურისტებს თავისი დინამიზმითა და უნიკალურობით იზიდავს, ამიტომ Harpersbazaar-იც სწორედ ამ ადგილების მონახულებას გვირჩევს. ქვეყანა მთელი წლის განმავლობაში შეუდარებლად მიმზიდველია. დეკემბრიდან მარტამდე პერიოდი თბილი და მშრალია, ხოლო ოქტომბრიდან ნოემბრამდე - შედარებით წვიმიანი. 

შოტლანდია

ადგილი, რომელიც ყოველთვის გაწყნარებს - ასე აფასებს გამოცემა შოტლანდიას. ის დატვირთულია მრავალწლოვანი ისტორიით, კულტურითა და ბუნებით. დედაქალაქ ედინბურგში მრავალ რესტორანსა და მაღაზიას ნახავთ, ხოლო გლასგოში ტურისტებს ექნებათ საშუალება მოინახულონ მუზეუმები, თეატრები და სამხატრო გამოფენები. სიძველეების მოყვარულთათვის აქ უმრავი სასახლე და ძველი ციხესიმაგრეების ნანგრევია შემორჩენილი. გამორთეთ ტელეფონები, რღმად შეისუნთქეთ სუფთა ჰაერი და წინ თავგადასავლებისკენ - წერს Harpersbazaar-ი. 

სანა, ჩინეთი

გამოცემა ადგილს ჩინეთის განალულუს უწოდებს. სანაპირო, თეთრი ქვიშა, გასართობი ადგილები - ეს ყველაფერი ტურისტებს დასვენების დროს მაქსიმალურ სიამოვნებას მიაღებინებს. ტურისტებმა აუცილებლად უნდა მოინახულონ ჰაინანის კუნძული, განსაკუთრებით თუ უყვართ ბალის და გოას მსგავსი დასასვენებელი ადგილი, რომლებიც მდიდრული რესტორნებით და ბარებით არის დატვირთული. ამ ადგილის მოსანახულებლად შეგიძლიათ წლის ნებისმიერი სეზონი აირჩიოთ. ყველაზე მაღალი ტემპერატურა კუნძულზე ივნისის თვეშია. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics