13:23 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-09 11:40:52, 684 ნახვა

სამხედრო
ლევან იზორია გერმანიაში ვიზიტს იწყებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სამდღიან ვიზიტს იწყებს.

უწყების ინფორმაციით, ლევან იზორიასთან ერთად დელეგაციის შემადგენლობაშია გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის II ქვეითი ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ბლიაძე.

ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ქართულ სამხედრო ქვედანაყოფებს მოინახულებს, რომლებიც ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიისთვის გადასროლისწინა წვრთნებს გერმანიაში გადიან.

თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი ქართველი სამხედროების მომზადების დონის შესახებ ინფორმაციას გერმანელი და ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნებისგან მოისმენენ. დაგეგმილია შეხვედრები ქალაქ ბად-ზალცუნგენში, ბუნდესვერის სამხედრო ბაზაზე 37-ე მექანიზირებული ბრიგადის მეთაურთან, ბრიგადის გენერალ რუპრეხტ ფონ ბუტლერთან, ასევე დაბა ჰოჰენფელსში აშშ-ის ევროპის სარდლობის მე-7 არმიის საწვრთნელი სარდლობის მეთაურთან, ბრიგადის გენერალ ანტონიო აგუტოსთან და აშშ-ის არმიის ევროპული ჯარების სარდალთან, გენერალ-ლეიტენანტ ბენ ჰოჯესთან.

ამჟამად, გერმანიაში ავღანეთში გადასროლისწინა სწავლებას საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის II და III ქვეითი ბრიგადების ქვედანაყოფები გადიან. ბად-ზალცუნგენში მდებარე ბუნდესვერის სამხედრო ბაზაზე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიისთვის III ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული გერმანელი სამხედრო ინსტრუქტორების დახმარებით ემზადება. დაბა ჰოჰენფელსში მდებარე აშშ-ის ევროპის სარდლობის მე-7 არმიის საწვრთნელ ბაზაზე კი, სამშვიდობო მისიისთვის შემაჯამებელ სწავლებას II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი გადის.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მედია: უნგრეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომლები რუსეთის უშიშროებასთან არიან დაკავშირებული
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics