05:28 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-09 11:37:23, 1719 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
ომბუდსმენი: საზოგადოებრივ მაუწყებელში რეფორმა აუცილებელია, მაგრამ ის ჟურნალისტებს არ უნდა შეეხოს

„ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში რეფორმა აუცილებელია, მაგრამ ის ჟურნალისტებს არ უნდა შეეხოს“, - ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს.

როგორც ნანუაშვილმა აღნიშნა, სახალხო დამცველის აპარატი აღნიშნულ პროცესში ჩართულია და მიმდინარე მოვლენებს აკვირდება.

„ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ რეფორმა მაუწყებელში აუცილებელია, თუმცა ეს რეფორმა არ უნდა შეეხოს ჟურნალისტებს, იმ თანამშრომლებს, რომლებიც დღეს იქ მოქმედებენ. მაქსიმალურად უნდა იყოს მათი უფლებები დაცული. კითხვის ნიშნები არსებობს, თუ რატომ არის საჭირო 11 თვით სხვადასხვა პროგრამების გაჩერება, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში საკმაოდ აქტიური პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს, საკონსტიტუციო რეფორმა,  მზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ზოგადად მაუწყებელს სხვა მედიისგან განსხვავებით დამატებითი ვალდებულება აქვს, კანონის თანახმად მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდოს სხვადასხვა საკითხებზე. აქედან გამომდინარე ამ ვალდებულებების შესრულება არის აუცილებელი. მე მაგალითად ვერ მოვისმინე რატომ არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი სხვადასხვა ტელე-რადიო გადაცემების დახურვა. რა თქმა უნდა კითხვის ნიშნები არსებობს, მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის რომ პროცესები კანონის ჩარჩოში წარიმართოს. ჩვენ ჩართული ვართ აღნიშნულ პროცესში და შესაბამისად იმედი მაქვს, უახლოეს დღეებში უფრო მეტი ინფორმაცია გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი'', - აღნიშნა ნანუაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics