|
2017-02-08 15:34:41, 2180 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
აკაკი ბობოხიძე: ვიფიქროთ იმაზე, რომ დედაქალაქი თბილისიდან გადავიტანოთ
პარტია „მოძრაობა თავისუფლებისათვის ევროპული საქართველო“-ს წევრი აკაკი ბობოხიძე ინიციატივით გამოვიდა, პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხი არა საკონსტიტუციო კომისიაში, არამედ ცალკე სამუშაო ჯგუფის ფორმატში განიხილონ. დეპუტატის თქმით, ეს ის თემა არაა, რომელიც მხოლოდ თეორეტიკოს-იურისტების წრეში უნდა გადაწყდეს. ამასთან, ბობოხიძის განმარტებით, ხელოვნური ჩარევის გარეშე, შიდა მიგრაციის ტემპების გათვალისწინებით, საქართველოს ემუქრება საფრთხე ქალაქ სახელმწიფოდ გადაიქცეს და ეს ქალაქი თბილისი იქნება: „მიდის აქტიური მუშაობა ახალი კონსტიტუციის მისაღებად და ბუნებრივია, გვერდს ვერ ავუვლით პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხს.მინდა, მაჟორიტარ დეპუტატებს ქუთაისიდან ვთხოვო, იქნებ შეიქმნას ცალკე სამუშაო ჯგუფი და გთხოვთ და გარწმუნებთ, ეს არ არის ის თემა, რომელიც უნდა გადაწყდეს თეორეტიკოს, იურისტების წრეში მხოლოდ. თუ გავითვალისწინებთ მიგრაციის პროცესებს, მთელი საქართველო დაძრულია და თავის გადასარჩენად მიდის ან უცხოეთში, ან თბილისში. თუ შიდა მიგრაციის ტემპებს გავიაზრებთ, სულ რაღაც რამდენიმე ათიოდე წეილიწადში, დასავლეთ საქართველო უკვე აღარ იქნება და საქართველოს ემუქრება საფრთხე, გადაიქცეს ქალაქ-სახელმწიფოდ და ეს ქალაქი იქნება თბილისი. ის, რომ დასავლეთ საქართველო რამენაირად დავამაგროთ ადგილზე,ამისთვის საჭიროა აუცილებლად ერთი ქალაქის არსებობა მაინც დასავლეთ საქართველოში, რომ დასავლეთ ქართველების ლტოლვა თბილისისაკენ რამენაირად შევაჩეროთ.თუ რა შედეგებს გამოიწვევს პარლამენტის გატანა ქუთაისიდან, ან არის თუ არა რაიმე თემა, რომლითაც შეიძლება ქუთაისი, როგორც ქალაქი გადარჩეს, ამ საკითხზე უნდა მიმდინარეობდეს მსჯელობა პრემიერთან, მთავრობასთან. დღეს თუ ვიკითხავთ, რა შედეგი მოუტანა პარლამენტმა ქუთაისს, გეტყვით, არაფერი, რადგან ის, რაც დღეს ხდება, არ არის საპარლამენტო დედაქალაქი, არის მარაზმი, რომელშიც 2012 წელს თქვენმა ერთმა სიტყვამ, რომ პარლამენტი დაბრუნებოდა თბილისში, ეს იდეა აქცია მკვდრად შობილად.მოვა დრო, საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს ამ თემაზე დაბრუნება, ან ძალიან მალე დასავლეთ საქართველო იქნება ცარიელი ჩვენი მოქალაქეებისგან და ყველანი ვიქნებით თავმოყრილი თბილისში.მუდმივად ქუთაისში უნდა დაფუძნდეს პოლიტიკური ელიტა“,-აღნიშნა აკაკი ბობიხიძემ. უფრო მეტიც, ბობოხიძე დედაქალაქის თბილისიდან გადატანის იდეითაც გამოდის: „ მეტსაც გეტვით, იქნებ ვიფიქროთ იმაზე, რომ საერთოდ დედაქალაქი გამოვიტანოთ თბილისიდან. არა იმიტომ, რომ თბილისის დაკნინება მინდა, თბილისი ეკონომიკურად გამართულია, მის განვითარებას ვერაფერი შეაფერხებს, თუ რაღაც საშინელი კატაკლიზმები არ მოხდა, მაშინ, როდესაც ქუთაისის გადარჩენას ხელოვნური ჩარევა სჭირდება. გაკეთდეს ცალკე ჯგუფი, სადაც ვიმსჯელებთ ამ კონკრეტულ საკითხზე“,-აღნიშნა ბობოხიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)