|
2017-02-08 15:08:18, 969 ნახვა
საზოგადოება
საჯარო ბაღებში ფსიქოლოგების, ლოგოპედებისა და სპეც-პედაგოგების შესარჩევად კონკურსი ცხადდება
ა(ა)იპ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო აგრძელებს პროფესიონალი კადრების შერჩევას ფსიქოლოგის, ლოგოპედისა და სპეც-პედაგოგის პოზიციის დასაკავებლად. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2017 წლის 28 თებერვლამდე ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს საკადრო სამსახურს უნდა წარუდგინონ შემდეგი დოკუმენტაცია: • რეზიუმე (CV) • პირადობის მოწმობის ასლი • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი • სერთიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საკვალიფიკაციო მოთხოვნები სპეციალური პედაგოგის პოზიციისათვის: • უმაღლესი განათლება სპეციალური პედაგოგიკის სფეროში. • სპეც-პედაგოგად მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება. • ბავშვებისათვის განვითარების ინდივიდუალური გეგმის შემუშავებისა და განხორციელების გამოცდილება • ბავშვთა უფლებების კონვენციის ცოდნა • კარგი კომუნიკაციის უნარი, როგორც ბავშვებთან, ასევე მშობლებთან ურთიერთობისათვის • სასურველია რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები ფსიქოლოგის პოზიციისათვის: • უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიაში (სასურველია, იყოს ბავშვის განვითარების ფსიქოლოგი) • ფსიქოლოგის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება • ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება, • ქცევის ანალიზის სტრატეგიების ცოდნა • ქცევის პოზიტიური მართვის მიდგომის ცოდნა • ბავშვთა უფლებების კონვენციის ცოდნა • კარგი კომუნიკაციის უნარი, როგორც ბავშვებთან, ასევე მშობლებთან ურთიერთობისათვის • სასურველია რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა საკვალიფიკაციო მოთხოვნები ლოგოპედის პოზიციისათვის: • უმაღლესი განათლება ლოგოპედის ან მეტყველების თერაპევტის კვალიფიკაციით • ლოგოპედად მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება • ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება • ბგერების სწორად წარმოთქმის სავარჯიშოების ცოდნა • ბავშვის ქცევის პოზიტიურ მართვის ცოდნა • ბავშვის უფლებათა კონვენციის ცოდნა • კარგი კომუნიკაციის უნარი, როგორც ბავშვებთან, ასევე მშობლებთან ურთიერთობისათვის გასაუბრება დაგეგმილია 6 და 7 მარტს. გასაუბრების ზუსტი დროის შესახებ აპლიკანტებს ეცნობებათ სმს-შეტყობინების სახით.
(NS)
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)