|
2017-02-07 19:57:26, 2699 ნახვა
ეკონომიკა
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო: „საზოგადოებრივი მაუწყებელის“ შენობა-ნაგებობების გასხვისების საკითხი არ განიხილება
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო განმარტავს, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ამ დროისთვის კოსტავას 68-ში მდებარე შენობა-ნაგებობების გასხვისების საკითხს არ განიხილავს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგარი სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გამოთქვა მზადყოფნა, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მოეძებნა და შეეთავაზებინა ალტერნატიული ქონება (მიწის ნაკვეთი), თუმცა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, საზოგადოებრივი მაუწყებლის ამჟამინდელ ტერიტორიაზე, (ე.წ. მესამე კორპუსში) საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს ახალი კორპუსის მშენებლობა. მათივე თქმით, აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო განმარტავს, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ამ დროისთვის კოსტავას 68-ში მდებარე შენობა-ნაგებობების გასხვისების საკითხს არ განიხილავს. "საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო განმარტავს, რომ 2016 წლის ნოემბერში სააგენტოში წარმოდგენილი იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის წერილი (15464/12; 30.11.2016), რომელსაც დანართის სახით ახლდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა. წერილში აღნიშნული იყო, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებული შენობა არის საკმაოდ მძიმე ავარიულ მდგომარეობაში, განსაკუთრებით მისი ადმინისტრაციული ნაწილი, რის გამოც ახალი „ნიუსრუმის“ მშენებლობისთვის ითხოვდნენ ალტერნატიული ფართის გამოყოფას და ამ თემაზე მოლაპარაკებების დაწყებას. სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გამოთქვა მზადყოფნა, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მოეძებნა და შეეთავაზებინა ალტერნატიული ქონება (მიწის ნაკვეთი), თუმცა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, საზოგადოებრივი მაუწყებლის ამჟამინდელ ტერიტორიაზე, (ე.წ. მესამე კორპუსში) საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს ახალი კორპუსის მშენებლობა. მათი განცხადებით, მესამე კორპუსი არის აბსოლუტურად მყარი და მის რემონტს გაცილებით ნაკლები სახსრები დასჭირდება, ვიდრე ახალი შენობის აშენებას სხვაგან. მათივე ინფორმაციით, ასევე გაცილებით მოკლე ვადაშია შესაძლებელი შენობის რეკონსტრუქცია და თანამედროვე სტანდარტებზე მორგება. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო განმარტავს, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ამ დროისთვის კოსტავას 68-ში მდებარე შენობა-ნაგებობების გასხვისების საკითხს არ განიხილავს", - ნათქვამია განცხადებაში.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)