|
2017-02-07 18:28:52, 1218 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს პირველი რესპუბლიკის თემაზე საჯარო სკოლებში პრეზენტაციები დაიწყო
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტი „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა" დაიწყო. ამ თემაზე პირველი პრეზენტაციები ეროვნული არქივის თანამშროლებმა დღეს გორის #12 და სოფელ შინდისის საჯარო სკოლებში გამართეს. საგანმანათლებლო პროექტში თბილისის, რუსთავის, მცხეთის, დუშეთის, კასპისა და გორის 73 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა მონაწილეობს. პრეზენტაციების გამართვის შემდეგ პროექტში ჩართულ ყველა სკოლაში VIII-XII კლასის მოსწავლეებისაგან ჩამოყალიბდება ვიქტორინაში მონაწილე ჯგუფი. 2017 წლის მაისში დაგეგმილ შეჯიბრებაში გამარჯვებულები გამოვლინდებიან რამდენიმე ნომინაციაში და სხვადასხვა პრიზითა და სიგელით დაჯილდოვდებიან. ღონისძიებას ჟიური შეაფასებს. საგანმანათლებლო პროექტს საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა. ეროვნული არქივი მდიდარია პირველი რესპუბლიკის ისტორიის ამსახველი როგორც წერილობითი, ისე ფოტო და კინოდოკუმენტებით. საგანმანათლებლო პროექტი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესებას ემსახურება.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)