03:59 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-07 17:36:33, 1596 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
ჯეჯელავა შაჰინის სკოლაზე: თუ სასამართლო ჩათვლის, რომ ხარისხის ცენტრმა რაიმე უკანონოდ გააკეთა, ეს სიტუაცია შეიცვლება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, თუ სასამართლო ჩათვლის, რომ  განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი, საბჭო და ექსპერტები შაჰინის სკოლი-ლიცეუმის მიმართ უკანონოდ მოიქცნენ, სიტუაცია შეიცვლება.

თუმცა, როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას აღნიშნა,  ხარისხის ცენტრმა საკმარისი მითითებები გასცა და სკოლის ადმინისტრაციას ამ მითითებების განხორციელებისთვის საკმარისი დრო ჰქონდა.

"ჩვენ ვთავაზობთ შაჰინის სკოლას და არა მარტო მას, არამედ ყველა სკოლას, ვისაც ავტორიზაცია ეკარგება, სხვა სკოლებში გადანაწილებას, რადგან პირველ რიგში ვალდებული ვართ, მოსწავლის ინტერესიდან გამოვიდეთ. ასევე, თუ მთელი კლასები ერთად გადადის სხვა სკოლაში შესაძლებელია, რომ მასწავლებელიც გაჰყვეს. პროგრამები წესით ყველგან ერთნაირია და ამიტომ ამ კუთხით პრობლემა არ უნდა ჰქონდეთ. ბოლო წლებში ათობით სკოლაზე გვაქვს გაუქმებული ავტორიზაცია, სხვადასხვა მიზეზით და არც ერთი ბავშვის სწავლის შედეგი არ დაზარალებულა. რაც შეეხება სასამართლოს, თუ სასამართლო ჩათვლის, რომ ექსპერტებმა, ცენტრმა ან საბჭომ რაიმე უკანონოდ გააკეთეს, ეს სიტუაცია შეიცვლება. თუმცა, მე ვიცნობ ამ სკოლის სიტუაციას. ყველა შემთხვევაში, ავტორიზაციის ხარისხის ცენტრი ცდილობს, რომ შანსები მისცეს. ამ ხალხსაც მისცეს შანსები სხვადასხვა დროს. ეს ის შემთხვევაა, რომ ამ ხალხს ან არ უღირდათ ან ეგონათ, რომ ჩვენ კანონთან შესაბამისობაში ზომებს არ მივიღებდით. ასეთი შემთხვევები სექტემბერშიც, ოქტომბერშიც და ნოემბერშიც იყო. არაავტორიზებულ სკოლას აქვს უფლება, რომ სასწავლო პროცესი გააგრძელოს და ავტორიზაციის არ ქონა, არ ნიშნავს სკოლის დახურვას. თუ სკოლა არაავტორიზებულია ის ვაუჩერს არ მიიღებს, მისი ატესტატი არ იქნება აღიარებული. თუმცა სასწავლო პროცესი ამ სკოლებში შეიძლება გაგრძელდეს", - აღნიშნა ჯეჯელავამ.

კითხვაზე აპირებს თუ არა მინისტრი შაჰინის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეების მშობლებთან და ადმინისტრაციასთან შეხვედრას, ჯეჯელავამ აღნიშნა, რომ შეხვედრა საჭიროების შემთხვევაში მოხდება. 

"იყო ადრე პერიოდი, როდესაც მინისტრები ანიჭებდნენ და ართმევდნენ ავტორიზაციას, ახლა ასეთი პერიოდი აღარ არის. შესაბამისად შეხვედრის საჭიროება თუ იქნება, მე შევხვდები აუცილებლად, თუმცა ეს შეხვედრა შედეგს ნამდვილად არ შეცვლის. მე არც ჩამომირთმევია არც ერთი სკოლისთვის ავტორიზაცია და არც მიმინიჭებია. მომავალშიც ასე გაგრძელდება", - განაცხადა განათლების მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, რასაც მოსწავლეთა მშობლები და პედაგოგთა ნაწილი აპროტესტებს. თავად სკოლის დირექტორი ელგუჯა დავითაძე კი აცხადებს, რომ სკოლა სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით დაიხურა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics