|
2017-02-07 15:15:01, 910 ნახვა
საზოგადოება
თეა წულუკიანი შვედეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
იუსტიციის სამინისტროს შვედეთის დელეგაცია ესტუმრა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, თეა წულუკიანი შვედეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ანდერს იგემანს შეხვდა. უწყების ინფორმაციით, შეხვედრას შვედეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ. „ბატონი იგემანი საქართველოს ეწვია სწორედ იმ დღეებში, როდესაც ჩვენ ვზეიმობთ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციის შესახებ საქართველოსთან მიმართებით, და მან აღნიშნა იმ საუკეთესო თანამშრომლობის შესახებ, რომელიც აქვს მის სამინისტროსა და ძალოვან სტრუქტურებს ჩვენი ქვეყნის სამინისტროებთან; პირველ რიგში, იმ სამინისტროებთან, რომლებიც მიგრაციის საკითხებზე მუშაობენ − შინაგან საქმეთა სამინისტრო, პოლიცია, სასაზღვრო სტრუქტურები და იუსტიციის სამინისტრო, რომელიც მართავს უსაფრთხო დოკუმენტების სისტემას ჩვენს ქვეყანაში“, − აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა. თეა წულუკიანის თქმით, საუბარი ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსაც შეეხო. „ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ თანამშრომლობა გაგრძელდება, რათა ჩვენი მოქალაქეების მიერ შვედეთში ჩადენილი დანაშაული იქნეს რაც შეიძლება სწრაფად აღკვეთილი და ასეთი მოქალაქეები დავაბრუნოთ ხოლმე საქართველოში რაც შეიძლება მალე, იმისთვის, რომ სხვა კანონმორჩილ მოქალაქეებს არ შეექმნათ არანაირი უხერხულობა, როდესაც ისინი უვიზოდ იმოგზაურებენ ევროპულ სივრცეში“,-განაცხადა წულუკიანმა. მხარეებმა იუსტიციის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. თეა წულუკიანმა შვედ მინისტრს ის რეფორმები გააცნო, რომლებიც იუსტიციის სამინისტრომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისა და უვიზო მიმოსვლისათვის განახორციელა. თეა წულუკიანმა სტუმრებს ინფორმაცია მიმდინარე წლის განმავლობაში დაგეგმილი საქმიანობის შესახებაც მიაწოდა. შვედეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში ერთდღიანია. თეა წულუკიანის გარდა, ანდერს იგემანი უკვე შეხვდა თავის ქართველ კოლეგა გიორგი მღებრიშვილს. (NS)
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)