13:17 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-07 15:04:09, 649 ნახვა

სამხედრო
ლევან იზორიამ კანადელ დიპლომატს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საქართველოში კანადის ელჩს ქრისტოფერ ჯონ კუტერს უმასპინძლა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

უწყების ცნობით, თავდაცვის მინისტრმა კანადის ელჩს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი გააცნო.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამხედრო წვრთნებისა და განათლების სფეროს განვითარება უწყების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

ლევან იზორიამ კანადურ მხარესთან სამხედრო განათლების სფეროში, ასევე სამხედრო სწავლებებში მონაწილეობის თვალსაზრისით, თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება.

„საქართველოში კანადის ელჩმა სამინისტროს ფარგლებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი მოიწონა და, რეფორმების თვალსაზრისით, კანადის სახელმწიფოს მხრიდან სრული მხარდაჭერა აღგვითქვა. წელს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა უფრო გაღრმავდება, კერძოდ, შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით, კანადა სამხედრო გემის შემოყვანას გეგმავს, რომელსაც მალე ვუმასპინძლებთ. ასევე, ვგეგმავთ ორმხრივი ურთიერთობის განვითარებას სამხედრო განათლების სფეროში და ერთობლივ წვრთნებში უფრო ინტენსიურ მონაწილეობას. ამ მიმართულებით უკვე კონკრეტული გადაწყვეტილებები მივიღეთ. ასე რომ, საქართველოსა და კანადის მხარეები აქტიურად ჩაერთვებიან ორმხრივ თუ ნატოს ეგიდით ჩატარებულ ერთობლივ წვრთნებში“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

დიპლომატმა აღნიშნა, რომ კანადა საქართველოთან სამხედრო განათლების კუთხით მჭიდროდ თანამშრომლობს.

„მოხარულები ვართ იმ პროგრესით, რასაც საქართველომ მიაღწია. ჩვენ მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით. მივიჩნევთ, რომ თქვენ მიერ არჩეული მიმართულება ძალიან პროგრესირებადია, ეს იქნება თქვენ მიერ სამთავრობო დონეზე გატარებული რეფორმები სამხედრო თუ სამოქალაქო სფეროში. ეს ყველაფერი კი, ქვეყნის დემოკრატიის განვითარებას უწყობს ხელს. დღევანდელი ჩემი სტუმრობის მიზანი, ასევე წარმოადგენს ჩვენს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. ჩვენ ქვეყნებს შორის არსებული სამხედრო და პოლიტიკური თანამშრომლობა ძლიერია და გვსურს ურთიერთობა გავაღრმავოთ ეკონომიკური მიმართულებითაც. ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა და ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც საქართველოსთან კიდევ უფრო გაღრმავებული თანამშრომლობა გვექნება“, - აღნიშნა კანადის ელჩმა.

თავდაცვის მინისტრმა კანადელ დიპლომატს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, ასევე ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისათვის და იმ მზაობისთვის, რომელსაც კანადის მთავრობა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის კუთხით იჩენს, მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი, ასევე კანადის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მედია: უნგრეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომლები რუსეთის უშიშროებასთან არიან დაკავშირებული
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics