|
2017-02-07 14:37:09, 2187 ნახვა
სამართალი
საქართველოსა და შვედეთს შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
გიორგი მღებრიშვილის მოწვევით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ოფიციალური ვიზიტით, შვედეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრი ანდერს იგემანი და შვედეთის სამეფოს ეროვნული პოლიციის დელეგაცია ეწვია. საქართველოსა და შვედეთის შინაგან საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას - „საქართველოს მთავრობასა და შვედეთის სამეფოს მთავრობას შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის შესახებ“, რომლის საფუძველზეც საპოლიციო სფეროში საქართველოს და შვედეთის სამეფოს სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება. საქართველოს შს მინისტრმა შვედეთის სამეფოს შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებს ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა. როგორც გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შვედეთის სამეფოს სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის წარმატებული საპოლიციო თანამშრომლობა ჩამოყალიბდა. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა შვედეთის სამეფოში საქართველოს შსს-ს პოლიციის ატაშეს ნაყოფიერი მუშაობა, რომელიც შვედეთის ეროვნულ პოლიციასთან პირდაპირ, სწრაფ და ეფექტურ თანამშრომლობას უზრუნველყოფს. გიორგი მღებრიშვილის თქმით, პარტნიორ ქვეყნებში საქართველოს შსს-ს პოლიციის ატაშეების დანიშვნამ პოზიტიური შედეგები მოიტანა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით. საქართველოს შს მინისტრმა ასევე ისაუბრა ევროპოლის ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობის განვითარებაზე. „ევროპოლის ფარგლებში, ჩვენი სამომავლო თანამშრომლობა დაეფუძნება საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რომლის პროექტი ევროპის პარლამენტმა სულ ცოტა ხნის წინ, პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა. შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ საქართველო ევროპოლის ოპერატიული პარტნიორი ქვეყანა გახდება,“- აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა. შვედეთის სამეფოს დელეგაციის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, შვედეთის ეროვნული პოლიციის კომისრის მოადგილე, მეტს ლოფვინგი და შვედი სამართალდამცველები საქართველოს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის და ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს გამართავენ და შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრს - „112“-ს ეწვევიან.
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)