18:50 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-07 14:18:43, 2373 ნახვა

სამართალი
2016 წელს არასრულწლოვანთა განრიდების პროგრამებით 784 პირმა ისარგებლა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ განრიდების პროგრამების 2016 წლის ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროგრამით, სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას 21 წელს მიუღწეველი 784 პირი განერიდა. ამათგან,  462 არასრულწლოვანია, ხოლო - 322 სრულწლოვანი. შარშან მედიაცია 287 პირის მიმართ გამოიყენეს და  222 მედიაციის კონფერენცია შედგა.  ანგარიშში ასახული მონაცემები 2016 წლის 1-ელი იანვრიდან  არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ამოქმედებისა და 2014 წელს, სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ინიციატივით დაწყებული განრიდების პროგრამის რეფორმის შედეგია.  არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ამოქმედების შემდეგ, განრიდების მაჩვენებლები რაოდენობის მხრივ უპრეცედენტოა.  შედარებისთვის, 2015 წელს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას 297 არასრულწლოვანი, ხოლო 2014 წელს 204  არასრულწლოვანი განერიდა.

განრიდებისა და მედიაციის პროგრამა 21 წელს მიუღწეველი პირისთვის  წარმოადგენს ერთ შანსს, გარკვეული პირობების შესრულების სანაცვლოდ განაგრძოს ცხოვრება ნასამართლობის, სასჯელის გარეშე და დაიწყოს კანონმორჩილი ცხოვრება, გადადგას ნაბიჯი წარმატებული მომავლისკენ. პროგრამა ეფექტური საშუალებაა მართლშეგნების ხელშეწყობის, პირის რესოციალიზაციისა და დაზარალებულის ინტერესების გათვალისწინების თვალსაზრისით. განრიდება და მედიაცია ეყრდნობა აღდგენით მართლმსაჯულების კონცეფციას, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს დამნაშავისა და დაზარალებულის ინტერესებს. პროგრამა მიმართულია ქვეყანაში დანაშაულის პრევენციაზე.

ანგარიშში ასევე ასახულია სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი ღონისძიებები. კერძოდ, სისხლის სამართლის მედიატორთა გადამზადების სამ ეტაპიანი კურსის წარმატებით დასრულება; საქართველოს მთელ ტერიტორიაზე პროგრამაში ჩართული პროკურორების, სოციალური მუშაკების, მედიატორების და მოსამართლეების გადამზადება; იუსტიციის სამინისტროსთან ერთად საგრანტო პროექტების დაფინანსება და სხვა.

ცნობისათვის, არასრულწლოვანთა განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროგრამების ზოგად მენეჯმენტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახორციელებს. განრიდების მექანიზმის ამოქმედებიდან დღემდე, 2010-1016 წლებში სისხლისსამართლებრივ პასუხიმგებლობას 21 წელს მიუღწეველი 1823  პირი განერიდა. 

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics