|
2015-03-31 14:34:33, 342 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: ნატო-საქართველოს პაკეტით გათვალისწინებული ღონისძიებების დროულად განხორციელება ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის პასუხისმგებლობაა
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, გასული წლის ერთ-ერთი საეტაპო მოვლენა უელსში, ღონისძიებათა არსებითი პაკეტის მონიჭების შესახებ ნატო-ს სამიტის გადაწყვეტილება იყო. როგორც პრეზიდენტმა პარლამენტში, ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა, გადაწყვეტილება მიზნად ისახავს საქართველოს მომზადებას ნატოში გასაწევრიანებლად და ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას. "პაკეტის იმპლემენტაციის შედეგად ნატო უფრო მეტად იქნება წარმოდგენილი საქართველოში, ხოლო საქართველო უფრო მეტად ინტეგრირებული ალიანსში. არსებითი პაკეტის ფარგლებში საქართველოში უნდა ამოქმედდეს ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი, რომლის დანიშნულებაა საქართველოს, პარტნიორი და ნატოს წევრი ქვეყნების ჯარისკაცთა ერთობლივი წვრთნები", - აღნიშნა მარგველაშვილმა. ამასთან, პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ნატო-საქართველოს საწვრთნელი ცენტრის შექმნა არავის წინააღმდეგ არაა მიმართული და რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებას ემსახურება. "ამასთან, კვლავ აღვნიშნავ, რომ საქართველო ატარებს მშვიდობისმოყვარე, კეთილმეზობლურ პოლიტიკას, ხოლო ცენტრის შექმნა, ისევე, როგორც ზოგადად ნატოსთან ჩვენი დაახლოება, არავის წინააღმდეგ არაა მიმართული და ემსახურება უსაფრთხოების განმტკიცებას რეგიონში. ეს კი ყველა ჩვენი მეზობლის ბუნებრივ ინტერესს უნდა წარმოადგენდეს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. პრეზიდენტის განცხადებით, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ღონისძიებების დროულად და ეფექტიანად განხორციელება არა მხოლოდ ერთი სამინისტროს საქმე, არამედ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის პასუხისმგებლობაა. "ნოემბერში, თქვენს წინაშე გამოსვლისას, მე ვთქვი, რომ უელსში მიღწეული გადაწყვეტილებების ხორცშესხმა დასაჩქარებელია; ხაზგასმით ვიმეორებ ამას დღესაც. სწორედ ამიტომ, საქართველოს კონსტიტუციით მონიჭებული უფლებამოსილებით, ორჯერ მივმართე მთავრობას და ვითხოვე მთავრობის სხდომაზე აღნიშნული საკითხის განხილვა. დღემდე მთავრობიდან არანაირი პასუხი არ მიმიღია. ნატოს უელსის სამიტის სხვა მიღწევები გახლდათ პარტნიორობის თავსებადობის ინიციატივაში და გაძლიერებული შესაძლებლოს ჯგუფში საქართველოს მიწვევა. ეს სტატუსი საქართველოს შესაძლებლობას აძლევს ადრეულ ეტაპზე ჩაერთოს ნატოს ოპერაციების დაგეგმვის პროცესში, აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ნატოს წვრთნებში, წვლილი შეიტანოს ალიანსის სტრატეგიულ განხილვებში. პაკეტით გათვალისწინებულია ნატოს სტანდარტების ლოჯისტიკური ცენტრისა და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის შექმნა (Logistic Facility and a Defence Institution Biulding School). გამართულად მოქმედებს საქართველოსა და ალიანსს შორის თანამშრომლობის ისეთი მექანიზმებიც, როგორიცაა წლიური სამოქმედო პროგრამა და ნატო-საქართველოს კომისია, სადაც აღინიშნა გასულ წელს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. ეს ყველაფერი, უპირველესად, ჩვენი ოფიცრებისა და ჯარისკაცების კვალიფიკაციისა და თავდადების დამსახურებაა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)