17:01 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-07 10:29:54, 1997 ნახვა

სამართალი
მარაბდა-ახალქალაქი-ყარსის რკინიგზის ხაზიდან სპილენძის სადენის ქურდობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ნინოწმინდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ი.პ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს, ხოლო 1961 წელს დაბადებული ი.მ. და 1984 წელს დაბადებული  ვ.გ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ი.პ.-მ ნინოწმინდაში, მარაბდა-ახალქალაქი-ყარსის რკინიგზის ხაზიდან, შპს „ატეფ ჯორჯიას“ კუთვნილი 86 კილოგრამი სპილენძის სადენი მოიპარა, შემდეგ კი  ი.მ.-სა და ვ.გ.-ს მიჰყიდა.

„სამართალდამცველებმა, ავტომანქანის ჩხრეკისას, რომლითაც ი.მ. და ვ.გ. გადაადგილდებოდნენ,  ნაქურდალი სადენები ნივთმტკიცებად ამოიღეს. დადგინდა, რომ შპს „ატეფ ჯორჯია“-სთვის მიყენებულმა ზარალმა 1558 აშშ დოლარი და  2050 ლარი შეადგინა.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენისა და ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით)“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეგიონებში ცხოველთა 3 ახალი მუნიციპალური თავშესაფარი აშენდება
სპეციალური შეთავაზება SOLO მომხმარებლებისთვის - დაესწარით სპექტაკლ “შერეკილები”-ს პრემიერას რეზო გაბრიაძის თეატრში
ზურაბიშვილი - მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი პირველ რიგში გამოიტანა თავის თავს გამოუტანა, მერე კი რეჟიმს
ხაბეიშვილი - ამ ქვეყანას ეშევლება, მთავარია, ისე არ მოგვივიდეს, რომ სანამ აზრზე მოვლენ, აზრზე მოსვლას აზრი აღარ ჰქონდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics