20:37 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-06 14:36:02, 2329 ნახვა

მსოფლიო
მარინ ლე პენი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში საფრანგეთს ევროკავშირიდან და ნატო-დან გამოიყვანს

„ეროვნული ფრონტის“ ლიდერის და საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის მარინ ლე პენის განცხადებით, 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში საფრანგეთს ევროკავშირიდან და ნატო-დან გამოიყვანს, - ამის შესახებ ინფორმაციას France24 ავრცელებს.

როგორც ლე პენმა აღნიშნა, ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ ევრო გაუქმდება და საფრანგეთში ძველი ეროვნული ვალუტა ფრანკი აღდგება. 

პრეზიდენტობის კანდიდატმა ახალი ტერმინი Frexit-ი გამოიყენა, რაც Brexit-ის ანალოგია და დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის რეფერენდუმის პროცესს უკავშირდება. 

„თუ პრეზიდენტად ამირჩევენ ექვსი თვის განმავლობაში რეფერენდუმს ჩავატარებ საფრანგეთის ევროკავშირიდან გამოსვლის თაობაზე. ევროკავშირი კრახი აღმოჩნდა“, - აღნიშნა მარინ ლე პენმა. 

ამასთან, მისივე თქმით, საფრანგეთი ნატო-საც დატოვებს და რესურსებს თავისი თავდაცვის სისტემის გაძლიერებაზე დახარჯავს. 

„ხუთ წელიწადში საფრანგეთს წესრიგში მოვიყვან“, - აღნიშნა მარინ ლე პენმა. 

აღნიშნული განცხადებები მარინ ლე პენმა გუშინ ლიონში გამართულ საპრეზიდენტო კამპანიის ოფიციალურად გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში აპრილის თვეში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. მარინ ლე პენი ერთ-ერთი ფავორიტი კანდიდატია. როგორც ვარაუდობენ, მისი მთავარი ოპონენტები ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, კონსერვატორი ფრანსუა ფიიონი და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ცენტრისტი ემანუელ მაკრონია.

ცნობისთვის, მსგავსი შინაარსის განცხადებებს პრეზიდენტობის კანდიდატი პერიოდულად აკეთებს. მაგალითად, ერთ-ერთი რუსეთს უკავშირდება. მარინ ლე პენი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარების პირობასაც დებს. 





 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics