22:16 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-31 14:23:06, 321 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი: ადამიანზე ორიენტირებული საბიუჯეტო პოლიტიკა ჩვენი მიღწევაა და ის უეჭველად უნდა შევინარჩუნოთ

"ადამიანზე ორიენტირებული საბიუჯეტო პოლიტიკა ჩვენი მიღწევაა და ის უეჭველად უნდა  შევინარჩუნოთ",-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
ამ თვალსაზრისით   პრეზიდენტმა ყურადღება ჯანმრთელობის დაცვის სფეროში განხორციელებულ  უმნიშვნელოვანეს და წარმატებულ პროექტებზე გაამახვილა.
"2014 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 5 პროცენტს მიაღწია.   ამავდროულად, 2008 წლის შემდგომ ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა ქვეყანაში (1.270 მლნ აშშ დოლარი). შესაბამისად, უზრუნველყოფილ იქნა 2014 წლის ბიუჯეტის შესრულება და უმნიშვნელოვანესი საბიუჯეტო ხარჯების  გაწევა.
ადამიანზე ორიენტირებული საბიუჯეტო პოლიტიკა ჩვენი მიღწევაა და ის უეჭველად უნდა  შევინარჩუნოთ. მინდა  ამ თვალსაზრისით  აღვნიშნო ის უმნიშვნელოვანესი და წარმატებული პროექტები, რომლებიც ჯანმრთელობის დაცვის სფეროში განხორციელდა. კერძოდ ესაა: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, C ჰეპატიტის ელიმინაცია, სასწრაფო დახმარების რეფორმა, მაღალმთიანი რეგიონების კლინიკების გამოსყიდვა და დიპლომის შემდგომი განათლების დაფინანსება, „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში რეცეპტებთან მიმართებით განხორციელებული ცვლილებები, სოფლის ამბულატორიებს მშენებლობა და აღჭურვა",-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მანვე მთავრობის მიერ დაწყებულ  მცირე და საშუალო ბიზნესის წამახალისებელ პროგრამებზეც ისაუბრა:
 "ამავდროულად, აუცილებელია აღინიშნოს მთავრობის მიერ დაწყებული მცირე და საშუალო ბიზნესის წამახალისებელი პროგრამებიც: ‘’შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“, „სასოფლო სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი“, პროექტი - "მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა საქართველოში" და განსაკუთრებით  გამოვყოფ პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ - კარგ შესაძლებლობას ბიზნეს აქტივობის, დასაქმებისა და შემდგომი ეკონომიკური ზრდისათვის",-აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics