2017-02-06 13:51:08, 2630 ნახვა
სამართალი
ზუგდიდში ქალის ცხედარი იპოვეს
ზუგდიდში, რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე ქალის ცხედარი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, ცხედარი იდენტიფიცირებულია და ექსპერტიზა უტარდება.
გარდაცვლილი რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა იპოვეს.
როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მულით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
პირველადი მონაცემებით, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან