2017-02-06 13:17:56, 2952 ნახვა
სამართალი
უკრაინული პორტალი სავარაუდოდ, ზურაბ ადეიშვილსა და ნიკა გვარამიას საუბრის ჩანაწერს აქვეყნებს
გამოცემა Українська революція მორიგ ჩანაწერს აქვეყნებს, სადაც მათ მტკიცებით, საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილისა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საუბარია ასახული.
აუდიო ჩანაწერში სავარაუდოდ, საუბარია „რუსთავი 2“-ის სასამართლო პროცესზე. ისმის ორი მოსამართლის გვარიც - ალავიძე და ახვლედიანი.
გარდა ამისა, ჩანაწერში აღნიშნული პირები 3 მილიონის გაცემაზე საუბრობენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან