20:39 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-04 12:58:38, 2844 ნახვა

მსოფლიო
სიეტლის ფედერალურმა სასამართლომ დონალდ ტრამპის საიმიგრაციო განკარგულების მოქმედება დროებით შეაჩერა

სიეტლის ფედერალურმა სასამართლომ შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საიმიგრაციო განკარგულების მოქმედება მთელი ქვეყნის მასშტაბით, დროებით შეაჩერა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, პრეზიდენტის განკარგულების წინააღმდეგ სარჩელი ვაშინგტონისა და მინესოტას შტატებმა შეიტანეს.

ვაშინგტონის გენერალური პროკურატურის განცხადებით, სასამართლომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურად უნდა ცნოს და გააუქმოს.

„არავინ დგას კანონზე მაღლა, მათ შორის არც პრეზიდენტი“, - აღნიშნა ვაშინგტონის გენერალურმა პროკურორმა, ბობ ფერგიუსონმა.

ამასთან, მედიის ცნობით, სიეტლის ფედერალური მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, იუსტიციის სამინისტრო გაასაჩივრებს.

გარდა ამისა, თეთრი სახლის ადმინისტრაციის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულება არის კანონიერი და მიზანშეწონილი. მათივე თქმით, მთავრობის მეთაურს "აქვს კონსტიტუციური უფლება და ვალდებულება ამერიკელები დაიცვას".

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, შვიდი მუსლიმი ქვეყნის მოქალაქეებს ამერიკაში შესვლა 90 დღის განმავლობაში აეკრძალათ. ამ განკარგულებამ აეროპორტებში ქაოსი გამოიწვია, ვინაიდან ირანის, ერაყის, ლიბიის, სომალის, სუდანის, სირიისა და იემენის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. ამასთან, განკარგულების თანახმად, ამერიკის ტერიტორიაზე შესვლა სირიელ ლტოლვილებს გაურკვეველი ვადით აეკრძალათ. აღნიშნულ განკარგულებას, დონალდ ტრამპმა ხელი 28 იანვარს მოეწერა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, პრეზიდენტის განკარგულების შემდეგ, ვიზა 60 000-მდე პირს გაუუქმდა.

ტრამპის გადაწყვეტილებას მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics