|
2017-02-04 11:00:23, 1225 ნახვა
საზოგადოება
ავსტრიასა და საქართველოს შორის სოფლის მეურნეობის მინიართულებით თანამშრომლობა გაღრმავდება
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს თანამშრომლობის განვითარების დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს, პიტერ ლაუნსკი ტიეფენტალს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, ავსტრიასა და საქართველოს ბევრი საერთო მახასიათებელი აქვს, რაც მჭიდრო თანამშრომლობის კარგ საფუძველს წარმოადგენს. ავსტრია საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ხაზგასასმელია ის დახმარება, რაც ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერ საქართველოში აგრარული დარგის განვითარების კუთხით იქნა გაწეული. კერძოდ: ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის განხორციელების, კვების უსაფრთხოების უზრუნველყოფის, პროფესიული ტრენინგებისა და გადამზადების, ასევე სხვა მიმართულებებით. ლევან დავითაშვილმა პიტერ ლაუნსკი ტიეფენტალს სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდამჭერი პროგრამები გააცნო. საუბრისას მინისტრმა ყურადღება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ სოფლის განვითარების სტარტეგიაზე გაამახვილა. თავის მხრივ, პიტერ ლაუნსკი ტიეფენტალმა დაადასტურა ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობის მნიშვნელობა და გამოთქვა სურვილი თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებით. როგორც მან შეხვედრაზე აღნიშნა, ქართულ მხარესთან არაერთი მიმართულებით, მათ შორის სურსათის უვნებლობის, მეტეოროლოგიური და ეკოსისტემის, დისტრიბუციისა და მცირემიწიან ფერმერთა გადამზადების კუთხით, ერთობლივი პროექტების განხორციელება იგეგმება. ყალიბდება შესაბამისი სტრატეგიული ხედვები, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს ავტრიასა და საქართველოს შორის თანამშრომლობას. სოფლის მეურეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და ავსტრიის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი ესწრებოდა.
(NS)
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)