17:04 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-03 19:42:14, 2339 ნახვა

სამართალი
პროკურატურა: რუსთაველზე მომხდარი ავარიის ფაქტზე ბრალდებულ გიორგი ჯაფარიძეს ნარკოტიკული საშუალების მოხმარება დაუდგინდა

საქართველოს პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017  წლის  24 იანვარს, ქ. თბილისში, შოთა რუსთაველის  გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე ბრალდებულ გიორგი ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" პროკურატურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2017  წლის  24 იანვარს, დაახლოებით 23:30  საათზე, ქ. თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირზე გიორგი ჯაფარიძემ, რომელიც მართავდა „მერსედესის" მარკის ავტომობილს, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნები, მის წინ თანმხვედრად მიმავალ ავტომობილზე გასწრების მიზნით გადაკვეთა ორმაგი უწყვეტი ღერძულა ხაზი, გადავიდა სავალი გზის საპირისპირო ზოლში, სადაც შეეჯახა „ოპელის" მარკის ავტომობილს, რომელსაც მართავდა ნუგზარ ხაჯალია და „მერსედესის" მარკის ავტომობილს, რომელსაც მართავდა მექი დანელია.
ავტოავარიის შედეგად ავტომობილ „ოპელის" მგზავრი სოფიო ბერიძე მიღებული დაზიანების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, მგზავრმა მურმან ფალიანმა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, ხოლო მექი დანელიამ და ნუგზარ ხაჯალიამ მიიღეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებები.

საქმეზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი, დაიკითხნენ მოწმეები და დაზარალებულები, დანიშნული და ჩატარებული იქნა სასაქონლო, სატრანსპორტო-ტექნიკურ-ტრასოლოგიური, სასამართლო სამედიცინო და ნარკოლოგიური ექსპერტიზები. მოპოვებული იქნა შემთხვევის ამსახველი ვიდეომასალა. სატრანსპორტო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად,  ავტოსატრანსპორტო შემთხვევა გამოწვეული იყო გიორგი ჯაფარიძის მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევის შედეგად. ასევე, ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად გიორგი ჯაფარიძეს ლაბორატორიულად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის" (მარიხუანა) მოხმარების ფაქტი.

2017 წლის პირველ თებერვალს ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა გიორგი ჯაფარიძის დაკავების შუამდგომლობით, რაც  სასამართლოს მიერ 2 თებერვალს დაკმაყოფილდა. 3 თებერვალს გიორგი ჯაფარიძე დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით და წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი, მესამე და მეხუთე ნაწილებით, (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა).
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი, მესამე და მეხუთე ნაწილებით, რაც თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით, ასევე თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას სამ წლამდე ვადით ითვალისწინებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეგიონებში ცხოველთა 3 ახალი მუნიციპალური თავშესაფარი აშენდება
სპეციალური შეთავაზება SOLO მომხმარებლებისთვის - დაესწარით სპექტაკლ “შერეკილები”-ს პრემიერას რეზო გაბრიაძის თეატრში
ზურაბიშვილი - მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი პირველ რიგში გამოიტანა თავის თავს გამოუტანა, მერე კი რეჟიმს
ხაბეიშვილი - ამ ქვეყანას ეშევლება, მთავარია, ისე არ მოგვივიდეს, რომ სანამ აზრზე მოვლენ, აზრზე მოსვლას აზრი აღარ ჰქონდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics