|
2017-02-03 17:42:45, 1060 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა სამინისტრო საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო კონკურსებს აცხადებს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო კონკურსებს აცხადებს. როგორც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კონკურსში გამარჯვებულმა ორგანიზაციებმა სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტებისთვის სარეინტეგრაციო დახმარების სერვისები უნდა განახორციელონ „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამისთვის“ 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 590 000 ლარი გამოიყო, რომელსაც სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაციებზე გასცემს. კონკურსში გამარჯვებულმა ორგანიზაციებმა სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტებისთვის სარეინტეგრაციო დახმარების სერვისები უნდა განახორციელონ: სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების დაფინანსება; სოციალური პროექტების დაფინანსება; სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაში ბენეფიციართა ჩართვის ხელშეწყობა; საცხოვრისით დროებითი უზრუნველყოფა; პროგრამის ინფორმაციული უზრუნველყოფა. დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდამჭერ პროგრამას დევნილთა და განსახლების სამინისტრო 2015 წლიდან ახორციელებს. სამინისტრომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფორმატი საქართველოში თავშესაფრის მქონე პირთა ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამის განხორციელების კუთხითაც გამოიყენა. „საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის ხელშეწყობის“ პროგრამის ბიუჯეტი 50 000 ლარს შეადგენს და ერთი საგრანტო მიმართულებით გაიცემა. კონკურსის მიზანია გამარჯვებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებისთვის ინტეგრაციის ცენტრის ფუნქციონირება და საგანმანათლებლო კურსების წარმართვა უზრუნველყოს: ქართული ენის კურსი; სოციალურ-კულტურული ცნობიერების ამაღლება; სამოქალაქო განათლების კუთხით ცნობიერების ჩამოყალიბება; საკონსულტაციო სერვისის შექმნა. საგრანტო კონკურსი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 18 თებერვლის ბრძანებით დამტკიცებული - სამინისტროს სისტემაში გრანტის გაცემის წესის შესაბამისად ცხადდება. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოში რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს ან მის ფილიალს. არასამთავრობო ორგანიზაციების განაცხადებს სამინისტროში საგრანტო პროგრამის ადმინისტრირებისთვის შექმნილი კომისია განიხილავს, რომლის შემადგენლობაშიც სამინისტროს, სხვა სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან. კომისია თითოეულ საგრანტო მიმართულებაზე გამარჯვებულს შეჯიბრებითობის, გამჭვირვალობისა და დამოუკიდებლობის პრინციპების დაცვით გამოავლენს“,-აღნიშნულია განცხადებაში. საგრანტო კონკურსების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.mra.gov.ge
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
თურქეთმა რუსეთთან ვაჭრობის მკვეთრი შემცირების შესახებ განაცხადა
ჟურნალისტებისთვის საქართველო არ წარმოადგენს უსაფრთხო ადგილს პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის - საია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)