11:58 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-03 17:45:36, 1082 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო უარყოფს, რომ „აზოტში“ დასაქმებულებს თანამშრომლების დაგეგმილ გათავისუფლებაზე ინფორმაცია მიაწოდა

ჯანდაცვის სამინისტრო კატეგორიულად აღნიშნავს, რომ რუსთავის „აზოტში“ დასაქმებულების განცახადება, თითქოს სამინისტრომ მათ მიაწოდა ინფორმაცია, რომ კომპანიიდან კიდევ 400 დასაქმებულის გათავისუფლება იგეგმება, სიმართლეს არ შეესაბამება.

ამის შესახებ სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული: 

„ჯანდაცვის სამინისტრო კატეგორიულად აცხადებს, რომ რუსთავის „აზოტში“ დასაქმებულების განცახადება, თითქოს სამინისტრომ მიაწოდა მათ ინფორმაცია, რომ კომპანიიდან იგეგმება კიდევ 400 დასაქმებულის გათავისუფლება, სიმართელს არ შეესაბამება. მხარეებს შორის დავის დაწყებისთაანავე, ჯანდაცვის სამინისტრო, მედიაციის კუთხით  აქტიურად არის ჩართული პროცესში, რაც გულისხმობს შუამდგომლობას მხარეებს შორის, პოზიციების დასაახლოვებლად და შეთანხმების მისაღწევად. კომპანის მენეჯმენტსა და დასაქმებულებს შორის უკვე შედგა სოციალური დიალოგი, სადაც გაჟღერდა მხარეთა პოზიციები.  სს რუსთავის აზოტის ხელმძღვანელობა  გარკვეულ კომპრომისებს დათანხმდა.

ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს დავაში ჩართულ სხვა მახარეებს, ხელი არ შეუშალონ სოციალური დიალოგის წარმატებით დასრულებას. ეს არისმნისვნელოვანი საწარმოო დაწესებულება, სადაც 2000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს.  რომელიც რისკის ქვეშ აყენებს არამხოლოდ კომპანიაში დასაქმებულ  ადამიანებს, ასევე ადგილობრივ ბაზარს,რადგან წარმოების დროულად არ ამოქმედების შემთხვევაში კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია ვერ მიეწოდება მოსახლეობას“, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

 

 


 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
თურქეთმა რუსეთთან ვაჭრობის მკვეთრი შემცირების შესახებ განაცხადა
ჟურნალისტებისთვის საქართველო არ წარმოადგენს უსაფრთხო ადგილს პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის - საია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics