02:29 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-03 17:30:12, 1826 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ბარამიძე პროკურატურის განცხადებაზე: დევნილი ადამიანი თურმე მოსამართლეებს ატერორებს - ეს აბსურდია

 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის გია ბარამიძის შეფასებით, პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით, აბსურდული და ლოგიკას მოკლებულია.

როგორც ბარამიძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, განცხადებაში მოყვანილი ფაქტები „დადგმული სცენარია“.

"დევნილი, თვითონ დაჩაგრული ადამიანი, თურმე "რუსთავი 2"-ის საქმეზე მომუშავე მოსამართლეებს ატერორებს. ეს სრული აბსურდია. სცენარი დადგეს, რომ თურმე "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს ისეთი ძლიერები არიან, რომ შეუძლიათ მოქმედი მოსამართლეები დააშინონ. მსგავსი აბსურდული ფაქტები საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე მოქმედებს და ივანიშვილმა გადაწყვიტა, თუ მოქმედებს, მოდი ისევ ამ ხერხს მივმართოთო. იქ ცოცხით გაუპატიურება, იქ ბავშვის ქვევრში დახრჩობა, იქ ვიღაც უდანაშაულო ხალხის მოკვლა - ეს ზღაპრები თავის დროზე ქართულ საზოგადოებას შეასაღა და ნაწილმა დაიჯერა. ივანიშვილს მყარად აქვს გადაწყვეტილი "რუსთავი 2"-ის ხელში ჩაგდება და ამის სასამართლოს გზით გაკეთება. მას 2 ძირითადი პრობლემა აქვს: ერთი არის "ნაციონალური მოძრაობის" არსებობა და მის დაშლაზე დიდი ხანია მუშაობს, თუმცა ვერ მოახერხა. კი, ნაწილები ჩამოგვაშორა, მაგრამ ყრილობამაც აჩვენა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არა თუ არსებობს არამედ ძალიან სერიოზული ძალაა. მეორე, ამ საინფორმაციო სივრცეში "რუსთავი 2", რომელიც სერიოზულ დისკომფორტს უქმნის. მათ გადაწყვიტეს "რუსთავი 2"-ის მესაკუთრის და სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა, ამიტომ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ ეს ტელეკომპანია დავიცვათ ყველანაირად, რამდენადაც ეს შესაძლებელია კონსტიტუციურ ჩარჩოებში, ფიზიკურადაც თუ საჭირო იქნება", - განაცხადა ბარამიძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლების ჩვევაშია ყველაფერში "ნაციონალური მოძრაობა" დაადანაშაულოს.

"ამ ქვეყანაში ასეა, რაღაც, რომ ხდება ცუდი, "ნაციონალურ მოძრაობა" არის დამნაშავე, ლარის კურსშიც, სიღარიბეშიც, რუსეთის მხრიდან არასწორ ქმედებაშიც. ივანიშვილს სჭირდება, რომ ჩვენს საზოგადოებაში შეიქმნას ისეთი აზრი, რომ თვითონ კი არ არის ის, ვინც აშინებს, მისი ხელისუფლება, მისი პროკურატურა, მისი უშიშროება, არამედ თურმე 4 წლის წინ ქვეყნიდან გაგდებული და თვითონ დაჩაგრული, ყოფილი ხელისუფლება, არის ყველაფრის გამკეთებელი. ამ სისულელეებმა არ უნდა დაგვაბნიოს", - აღნიშნა ბარამიძემ.

ცნობისთვის, პროკურატურამ დღეს მოსამართლეების საქმეზე განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული, რომ მოსამართლეებმა ზეწოლის მცდელობის შემცველი შეტყობინებები ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნის სახელით მიიღეს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics