|
2017-02-03 15:06:34, 3163 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი გახარიამ თბილისში ახალი საფეიქრო ფაბრიკა გახსნა
ქართულ საფეიქრო ინდუსტრიას ახალი საწარმო შეემატა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტების ფაბრიკა დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა. მინისტრის განცხადებით, მსუბუქი მრეწველობის დარგი საქარველოში სულ უფრო ვითარდება და რაც, მთავარია დამატებითი სამუშაო ადგილები იქმნება. ,,პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, რომელმაც ძალიან აქტიური მონაწილეობა მიიღო საწარმოების განახლებაში. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ აქ არის წარმოდგენილი წარმოების სრული ციკლი - იდეიდან, მოდელირებიდან საბოლოო პროდუქტამდე. საკმაოდ დივერსიფიცირებული ბიზნესი აქვთ. სიმართლე გითხრათ, ძალიან მომეწონა. მათ ეფექტურად აქვთ აწყობილი ბაზრებზე წვდომის არხებიც. ამ კომპანიისთვის ექსპორტზე წვდომა პრობლემას არ წარმოადგენს. ბრენდულ მაღაზიებს ხსნიან და ა.შ.“ - განაცხადა გიორგი გახარიამ. ,,ეს არის წარმატებული ბიზნესის აწყობის სრული ციკლის ძალიან კარგი მაგალითი. ჩვენი მხრიდან სახელმწიფო პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში“ ინსტრუმენტებით დავეხმარებით მსგავს წარმოებებს და ამ კონკრეტულ წარმოებას. ვთვლი, რომ მსუბუქი მრეწველობა ის სექტორია, სადაც ჩვენ სერიოზული ზრდის პოტენციალი გაგვაჩნია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ჩვენთვის, რადგან მსუბუქი მრეწველობა ის დარგია, სადაც დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა საკმაოდ ეფექტიანად და სწრაფად შეიძლება‘’- განაცხადა გიორგი გახარიამ. ცნობისთვის, კომპანია ,,მატერია“ ქართველი დიზაინერების პროდუქციას აერთიანებს და ორ ბრენდს, პრემიუმ კლასის „მატერიელი“ და საშუალო შემოსავლიან სეგმენტზე გათვლილი „დოთსი“ ფლობს. კომპანიამ EBRD-სგან 1 200 000 ლარის ოდენობის ბიზნესსესხი აიღო, რაც თანამედროვე ტექნოლოგიის საწარმოო ხაზის შეძენას მოხმარდა. კომპანიის მაღაზიები თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე და ბათუმში სასტუმრო ,,ჰილტონში“ მდებარეობს. უახლოეს დღეებში კომპანიის პირველი მაღაზია შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკში გაიხსნება. „მატერია“უნიფორმებს ქართული ჯარისთვის, საპატრულო და სასაზღვრო პოლიციისთვის, მერიის დასუფთავების სამსახურისთვის, „საქართველოს ფოსტისთვის,“ საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრებისთვის კერავს. „მატერიას“ წარმომადგენლების ინფორმაციით, სამომავლოდ ფეხსაცმლის ხაზის შექმნაც იგეგმება. ჰოლდინგის მიერ ნაწარმოები მასიური პროდუქცია ექსპორტზე კიდევ უფრო მეტ ქვეყანაში გავა. კომპანია „მატერიამ“ თბილისში ევროპული სტანდარტების თანამედროვე ფაბრიკა ააშენა, სადაც ამ ეტაპზე 250-მდე ადამიანია დასაქმებული და მომავალში ეს ციფრი საგრძნობლად გაიზრდება. (NS)
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)