17:04 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-03 13:56:25, 2455 ნახვა

სამართალი
პროკურატურა - მოსამართლეებმა ზეწოლის მცდელობის შემცველი შეტყობინებები ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნის სახელით მიიღეს

საქართველოს მთავარი პროკურატურა მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა - ალავიძემ და ქათამაძემ, ყოფილი ხელისუფლების თანამდებობის პირის სახელით საცხოვრებელ მისამართებზე მიიღეს წერილობითი მიმართვები, ასევე მოკლე ტექსტური შეტყობინებები უცხოური მობილური ტელეფონის ნომდრიდან.

მათივე ინფორმაციით, შეტყობინებებში, მათ საქმიანობაში უხეში ჩარევის მცდელობის ნიშნები იკვეთება.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, 2017 წლის 14 იანვარს, დაიწყო გამოძიება სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს უზენაესი სასამართლოს  მოსამართლეების - ბ.ალავიძის და პ.ქათამაძის წერილობითი განცხადებები და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მომართვა, რომლითაც დგინდება, რომ ხსენებულმა მოსამართლეებმა, ყოფილი ხელისუფლების თანამდებობის პირის სახელით საცხოვრებელ მისამართებზე მიიღეს წერილობითი მიმართვები, ასევე მობილურ ტელეფონებზე - უცხოური მობილური ტელეფონის ნომრიდან მოკლე ტექსტური შეტყობინებები. ხსენებული მოსამართლეებისთვის გაგზავნილ წერილობით შეტყობინებებში,  რომლებიც მოსამართლეებმა  წარმოადგინეს საქართველოს მთავარ პროკურატურაში, იკვეთებოდა  მათ საქმიანობაში უხეში ჩარევის მცდელობის ნიშნები.  შესაბამისად,  ინფორმაციის მიღებისთანავე, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება განცხადებაში მოყვანილი გარემოებების შესწავლის მიზნით.

ამ ეტაპისთვის გამოძიების მიერ ჩატარებულია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გამოკითხულია განცხადების წარმომდგენი მოსამართლეები და მათი ოჯახის წევრები.  გამოძიება გრძელდება ინტენსიურ რეჟიმში.

გამოძიების სხვა დეტალებზე გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით ამ ეტაპზე პროკურატურა ვერ ისაუბრებს. გამოძიების ფარგლებში საქმეზე სწრაფად და ეფექტურად ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება და გამოძიების შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რეგიონებში ცხოველთა 3 ახალი მუნიციპალური თავშესაფარი აშენდება
სპეციალური შეთავაზება SOLO მომხმარებლებისთვის - დაესწარით სპექტაკლ “შერეკილები”-ს პრემიერას რეზო გაბრიაძის თეატრში
ზურაბიშვილი - მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი პირველ რიგში გამოიტანა თავის თავს გამოუტანა, მერე კი რეჟიმს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics