|
2017-02-03 12:41:23, 999 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანიამ პრეზენტაციაზე 2016 წლის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ 2016 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე ყურადღება გასულ წელს განხორციელებულ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა. როგორც სასტუმრო „რადისონში“ გამართულ პრეზენტაციაზე დავით ნარმანიამ აღნიშნა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია კრწანისი-შინდისის ახალი გზა. „მიმდებარე ტერიტორიების დედაქალაქთან შემოერთების შემდეგ საგრძნობლად დაიტვირთა სოლოლაკის ვიწრო ქუჩები. შესაბამისად, მოძრაობის განსატვირთად, საჭირო გახდა ახალი მიმართულება. კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელმა გზამ არსებული პრობლემა დღის წესრიგიდან თითქმის სრულად მოხსნა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერის თქმით, მოძრაობის განტვირთვის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პროექტია ასევე სამება-მახათას ახალი გზა, რომელიც ავლაბარს მახათას დასახლებასთან აკავშირებს და კოჯორი-სამადლოს 6,4 კმ-იანი მონაკვეთი, რომელსაც წლების შემდეგ სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა. „გარდა ამისა, ჩვენ პუშკინის ქუჩაზე ავაშენეთ სრულიად ახალი ესტაკადა. მოძრაობა ორმხრივი გახდა. საცობებისგან განიტვირთა ქალაქის ცენტრალური ნაწილი. ასევე პირველად არსებობის განმავლობაში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ბარათაშვილის და გულიას ხიდებს. მოეწყო აღმაშენებლის ხეივნიდან მუხათგვერდისკენ გადასასვლელი გზაგამტარი. აღსანიშნავია, რომ მიმდინარეობს ახალი ხიდის მშენებლობა ზაჰესის დასახლებაში, რომელიც სულ მალე, 2017 წლის თებერვალში გაიხსნება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. გარდა ხიდების აღდგენა-რეაბილიტაციისა, 2016 წელს 144 ობიექტზე განხორციელდა ავარიული კორპუსების გამაგრება-გაძლიერება. ნარმანიას თქმით, 2016 წლის მნიშვნელოვანი პროექტია ასევე ვერეს კალაპოტის ფორმირების პირველი ეტაპი. 2016 წელს დაიწყო ასევე წყალარინების მასშტაბური ქსელების მოწყობა სამგორის რაიონში. „გასულ წელს წყალარინების ქსელი მოვაწყვეთ ოლიმპიური სოფლისთვისაც. პროექტის ფარგლებში აეროპორტისკენ მიმავალი გზის ქვეშ, 6 მეტრის სიღრმეზე გატარდა მილები, რომელთა მეშვეობითაც ოლიმპიური სოფელი თბილისის ცენტრალურ კოლექტორს დაუკავშირდა. აქვე გეტყვით, რომ საკანალიზაციო კოლექტორის რეაბილიტაცია მიმდინარეობს შინდისი-ტაბახმელას გზაზე. პროექტი კრწანისის რაიონში, გორგასლის გამზირიდან სოფელ შინდისამდე ამორტიზებული საკანალიზაციო კოლექტორის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას ითვალისწინებს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. ამასთან, თბილისის მერის თქმით, მიმდინარე წელს დაიწყება ვაშლიჯვრიდან გელოვანის გამზირზე ჩამავალი ესტაკადის მშენებლობა. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს გადატვირთული გელოვანის გამზირისა და მიმდებარე ტერიტორიის საცობებისგან განტვირთვას. 2017 წელს იგეგმება ასევე ცინცაძე-კარტოზიას ქუჩის გადაკვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობა. (NS)
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)