|
2017-02-03 12:31:30, 2017 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ტუღუში: პრეზიდენტის შენიშვნების უდიდეს ნაწილს სრულად ვიზიარებთ
„ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი ტუღუშის განცხადებით, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების უდიდეს ნაწილს სრულად იზიარებენ. ამის შესახებ ტუღუშმა ჟურნალისტებს პრეზიდენტის სასახლეში განუცხადა, სადაც ვეტოს საკითხზე საპარლამენტო ფრაქციებთან შეხვედრა მიმდინარეობს. "ჩვენ რამდენჯერმე განვაცხადეთ, რომ ის შენიშვნები, რომელიც წამოწეულია პრეზიდენტის ვეტოში, არის იმ შენიშვნათა ნაწილი, რომელიც ჩვენ გვქონდა ჯერ კიდევ საპარლამენტო განხილვების დროს. ის პრინციპული საკითხები, რომელიც უკავშირდება მოსამართლეთა სამწლიანი გამოსაცდელი ვადით გამწესებას, სასამართლოს თავმჯდომარეების ამ წესით დანიშვნას და რამდენიმე სხვა ასპექტს, არის სწორედ ის პრობლემები, რომელიც ჩვენ თავის დროზე დავინახეთ და ამაზე მივუთითეთ უმრავლესობას, რომელმაც მაშინ გადაწყვიტა, რომ ამ სახით, თუნდაც ვენეციის კომისიის დასკვნის საწინააღმდეგოდ მიეღო ეს კანონი. ახლა ვნახოთ, რეალურად რა გამოვლინდება. იმედს ვიტოვებ, რომ არ მივიღებთ იმის მსგავს პროცესს, რომელიც წინა ვეტოსთან დაკავშირებით მოხდა, როდესაც საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს კანონმდებლობას ეხებოდა. ვნახოთ, რეალურად როგორ წავა პროცესი, თუმცა რა თქმა უნდა, ვეტოში რა შენიშვნებიც არის მოყვანილი, მათ უდიდეს ნაწილს ჩვენ სრულად ვიზიარებთ",-განაცხადა ტუღუშმა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)