02:31 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-03 12:23:47, 1911 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
დოლიძე: ჩვენ მაინც შევეცდებით, ევროინტეგრაციის პარალელურად, რუსეთთან კეთილმეზობლურ დამოკიდებულებაში ვიყოთ

„რუსეთი მაინც დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც ძალიან შორს არის ცივილური სამყაროსგან, თუმცა  შევეცდებით, ინტეგრაციის პარალელურად კეთილმეზობლურ დამოკიდებულებაში ვიყოთ“, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა,  ქვეყანა  განსაკუთრებული საფრთხეების მოლოდინში აღარ არის.

„რუსეთი საფრთხეა ისედაც, რუსეთი ოკუპანტია, ცენტრალური მაგისტრალიდან სულ რაღაც  კილომეტრ ნახევარშია. განსაკუთრებული საფრთხეების მოლოდინში აღარ ვართ უკვე, მიუხედავად იმისა, რომ ვდგამთ კონკრეტულ  ნაბიჯებს  ეკონომიკური იქნება, კულტურული თუ ჰუმანიტარული ურთიერთობა. რუსეთი მაინც დგამს  ისეთ ნაბიჯებს, რომელიც ძალიან შორს ცივილური სამყაროსგან. თუმცა ჩვენ მაინც გავაგრძელებთ ამ ნაბიჯების გადადგმას, მაინც შევეცდებით, რომ ვიყოთ ინტეგრაციის პარალელურად რუსეთთან კეთილმეზობლურ, ნორმალურ დამოკიდებულებაში. ჩვენ გეოგრაფიას ბუნებრივია ვერ შევიცვლით, მაგრამ ჩვენი უპირველესი და უმთავრესი მიზანი როგორც საგარეო, ასევე უსაფრთხოების პოლიტიკის, არის სრულფასოვანი ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამას აუცილებლად მივაღწევთ“,-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics