02:30 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-03 11:48:35, 1913 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ჩიხრაძე: მნიშვნელოვანია, ვეტო ბრძოლის იარაღად არ განვიხილოთ და კონსულტაციებს არ გავექცეთ

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სასახლეში სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე დადებული ვეტოს შესახებ საპარლამენტო ფრაქციების ლიდერებს ხვდება.

შეხვედრაზე მიწვეული იყვნენ, თუმცა არ მივიდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები.

პრეზიდენტის მრჩევლის პოლიტიკურ საკითხებში, ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, ისინი გამართავენ კონსულტაციებს მათთან, ვინც მივა.

„არსებობს ვეტო სასამართლოს კანონთან დაკავშირებით და ამ ვეტოს დადების წინ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ ოფიციალურად მიმართა შესაბამის უწყებებს, მათ შორის პარლამენტის ხელმძღვანელობას, გამართულიყო წინასწარი კონსულტაციები. სამწუხაროდ, წინასწარი კონსულტაციები არ შედგა. ვეტო დაიწერა და გაიგზავნა პარლამენტში. ჩვენ ყველა ეტაპზე მზად ვართ, ვისაუბროთ აღნიშნული საკითხების გადასაწყვეტად. ესაა თემა, რომელიც ეხება საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლების თემას, შტოთა შორის ბალანსს და გაწონასწორების სისტემას. ასევე დამოუკიდებელი, თავისუფალი სასამართლოს თემას. ყველა ეს შენიშვნა დაფუძნებულია ვენეციის კომისიის დასკვნებზე. ვფიქრობ, ამაზე მნიშვნელოვანი საქართველოში ცოტა საკითხი შეიძლება არსებობდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ დროს ვეტო ბრძოლის იარაღად კი არ განვიხილოთ, კი არა უნდა გავიქცეთ და დავიმალოთ კონსულტაციებისგან, არამედ ნორმალურად, დემოკრატიულ ვითარებაში, ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლები უნდა ხვდებოდნენ ერთმანეთს და საუბრობდნენ სახელმწიფოებრივ საკითხებზე“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

მისივე თქმით, ვეტოსთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლეობისგან იმდენად გაუგებარი კომენტარები მოისმინეს, რომ კრიტიკას ვერ უძლებს.

ცნობისთვის, პრეზიდენტი ვეტოსთან დაკავშირებთ 13:00 საათზე არასამთავრობო სექტორს შეხვდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics