17:02 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-03 11:05:20, 2043 ნახვა

სამართალი
„რუსთავი 2“-ის საქმის ორმა მოსამართლემ, მათ საქმიანობაში ჩარევის შესაძლო ფაქტის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა, ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ, რომლებიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეს განიხილავენ, მათ საქმიანობაში უხეშად ჩარევის შესაძლო ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართეს.

პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება 14 იანვარს, სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

”საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, 2017 წლის 14 იანვარს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ბ. ალავიძის და პ. ქათამაძის განცხადებისა და სასამართლოს მომართვის საფუძველზე დაიწყო გამოძიება სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით ხსენებული მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის მე-2 ნაწილით. ამ ეტაპისათვის გამოძიების მიერ ჩატარებულია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები და გამოძიება გრძელდება ინტენსიურ რეჟიმში. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საქმიანობაში ჩარევის შესაძლო ფაქტების გადამოწმების მიზნით”, - აცხადებენ პროკურატურაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეგიონებში ცხოველთა 3 ახალი მუნიციპალური თავშესაფარი აშენდება
სპეციალური შეთავაზება SOLO მომხმარებლებისთვის - დაესწარით სპექტაკლ “შერეკილები”-ს პრემიერას რეზო გაბრიაძის თეატრში
ზურაბიშვილი - მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი პირველ რიგში გამოიტანა თავის თავს გამოუტანა, მერე კი რეჟიმს
ხაბეიშვილი - ამ ქვეყანას ეშევლება, მთავარია, ისე არ მოგვივიდეს, რომ სანამ აზრზე მოვლენ, აზრზე მოსვლას აზრი აღარ ჰქონდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics