|
2017-02-02 14:20:46, 2134 ნახვა
ეკონომიკა
დამატებული ღირებულების გადასახადით ავანსის დაბეგვრის ინსტრუქცია ბიზნეს სექტორთან კონსულტაციების შედეგად დამტკიცდება
მთავრობასა და ბიზნეს შორის საგადასახადო კანონმდებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტიური კომუნიკაცია გრძელდება. დღეს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი ნავთობიმპორტიორთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო დამატებული ღირებულების გადასახადით ავანსის დაბეგვრის საკითხებს. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, შემუშავებულია დამატებული ღირებულების გადასახადით ავანსის დაბეგვრის ინსტრუქციის სამუშაო ვერსია და ფინანსთა სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია, დოკუმენტის საბოლოო დამტკიცებამდე, მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული ბიზნესის შენიშვნები და წინადადებები. „გრძელდება ტრადიცია, როდესაც კანონის, კანონქვემდებარე აქტების შემუშავების პროცესში, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად აქტიურადაა ჩართული ბიზნესი. დღეს შევხვდით ნავთობიმპორტიორთა ასოციაციის წარმომადგენლებს და ვისაუბრეთ დამატებული ღირებულების გადასახადით ავანსების დაბეგვრის ინსტრუქციის სამუშაო ვერსიასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინსტრუქცია გამოქვეყნებულია შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე. ჩვენ ერთი კვირის განმავლობაში დაველოდებით ბიზნესის მხრიდან გამოთქმულ კომენტარებს და შენიშვნებს და საბოლოოდ, კანონქვემდებარე აქტი სწორედ ბიზნესთან კონსულტაციების შემდეგ დამტკიცდება," - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა. „ჩვენს ასოციაციას საუკეთესო კომუნიკაცია აქვს ფინანსთა სამინისტროსთან. წელს სხვადასხვა თემატურ საკითხზე უკვე მესამე შეხვედრა გაიმართა. ამ დიალოგის შედეგად, როგორც წესი, კონსენსუსს ვაღწევთ. ავანსების დღგ-ით დაბეგვრის ინსტრუქციის სამუშაო ვერსიასთან დაკავშირებითაც ჩვენი და ფინანსთა სამინისტროს შეხედულებები, გარკვეულწილად, დაემთხვა ერთმანეთს. ასოციაციაში შემავალი კომპანიები დეტალურად გაეცნობიან ინსტრუქციის სამუშაო ვერსიას, დარწმუნებული ვარ ჩვენი შენიშვნები გათვალისწინებული იქნება და მივაღწევთ შედეგს, რომელიც ჩვენი ბიზნესისთვის სასარგებლო იქნება," - განაცხადა ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, გიორგი კოტრიკაძემ. დამატებული ღირებულების გადასახადით ავანსის დაბეგვრის ინსტრუქციის სამუშაო ვერსიის გასაცნობად, ფინანსთა სამინისტრო გააგრძელებს სხვადასხვა ბიზნეს გაერთიანებაში შემავალი კომპანიების დირექტორებთან და ფინანსურ მენეჯერებთან შეხვედრებს. დამატებული ღირებულების გადასახადით ავანსის დაბეგვრის ინსტრუქციის სამუშაო ვერსიის ნახვა შესაძლებელია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე. იხილეთ შესაბამისი ბმული: http://www.rs.ge/6259
(NS)
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)