|
2017-02-02 11:47:48, 1070 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი: მარტყოფის შშმ პირთა პანსიონატში დარღვეულია ბენეფიციართა დიდი ნაწილის უფლება, იცხოვრონ უსაფრთხო გარემოში
სახალხო დამცველმა სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს“ რეკომენდაციით მიმართა, მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატში არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით საჭირო ღონისძიებების გატარება უზრუნველყოს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახალხო დამცველის აპარატმა ცხელ ხაზზე შესული შეტყობინების საფუძველზე შეისწავლა საქმე სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის“ ფილიალის, მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატის ერთ–ერთი ბენეფიციარის სავარაუდო უფლებადარღვევის ფაქტზე. ასევე ინფორმაცია დასახელებული დაწესებულების ბენეფიციარებს შორის არსებული დაპირისპირებისა და კონფლიქტური სიტუაციის შესახებ. „საქმის შესწავლის მიზნით, სახალხო დამცველმა სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრების მონაწილეობით განახორციელა არაგეგმიური მონიტორინგი მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატში. ვიზიტის შედეგად დადგინდა, რომ სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის“ ფილიალი, მარტყოფის შშმ პირთა პანსიონატი გადატვირთულია. ერთდროულად მძიმე შეზღუდვის მქონე პირების, ფსიქიკური და ქცევითი პრობლემების მქონე ბენეფიციარების მართვის ბერკეტი ადმინისტრაციას არ გააჩნია. დაწესებულებაში არსებული დაპირისპირება ატარებს სისტემურ ხასიათს, რომელშიც პირდაპირ თუ ირიბად ყველა რგოლია ჩართული. არ ხდება პრობლემების მიმართ სწორი ხედვისა და შესაბამისი სამუშაო სტრატეგიის ჩამოყალიბება. ადგილი აქვს პანსიონატში მცხოვრები ბენეფიციარების მიმართ არათანაბარ მიდგომას. მათ შორის წარმოშობილი კონფლიქტური სიტუაციების მართვის გავრცელებული ფორმაა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანა, როგორც დასჯის მეთოდი ან მუქარა გადაყვანაზე. არსებული პრობლემების შედეგად დარღვეულია ბენეფიციართა დიდი ნაწილის უფლება იცხოვრონ მშვიდ, უსაფრთხო და დაცულ გარემოში. მუდმივი ხასიათის კონფლიქტები და დაპირისპირება უარყოფითად აისახება მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. დასახელებულ პრობლემებთან დაკავშირებით საუბარია სახალხო დამცველის მიერ 2016 წელს შემუშავებულ მონიტორინგის ანგარიშში – „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში“.[1] მიუხედავად ამისა, კვლავ გამოიკვეთა რიგი საკითხების მოგვარების აუცილებლობა. აღნიშნულიდან გამომდინარე სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ დაწესებულებაში არსებული კონფლიქტური სიტუაციის ესკალაციისა და მედიაციის მიზნით უნდა გატარდეს ღონისძიებები, მათ შორის აიკრძალოს ბენეფიციარების ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანის (ან/და გადაყვანის მუქარა) დასჯის მეთოდად გამოყენება. ასევე აღიკვეთოს მცირე ჯგუფების/ცალკეული პირების მიერ პრივილეგიების მოპოვების შესაძლებლობა და უზრუნველყოფილ იქნას ყველა ბენეფიციარის მიერ თანაბარი უფლებებით სარგებლობა. მოხდეს სხვა ორგანიზაციების ფსიქოლოგიური სამსახურების ჩარევა; დაწესებულების სპეციფიკის გათვალისწინებით, უზრუნველყოფილ იქნას ზოგადი პროფილის და ექიმი–ფსიქიატრის ხელმისაწვდომობა, ყოველდღიურად, 24 საათის განმავლობაში. ასევე სოციალური მუშაკის, ფსიქოლოგის, ოკუპაციური თერაპევტის მომსახურების ხელმისაწვდომობა. ამასთან დაიგეგმოს და განხორციელდეს დაწესებულების პერსონალის კვალიფიკაციის ასამაღლებელი რეგულარული ღონისძიებები; გაძლიერდეს და მრავალფეროვანი გახდეს ბენეფიციართა სარეაბილიტაციო პროგრამები, მათ შორის სოციალური და ფსიქო–სარეაბილიტაციო მიმართულებები; ბენეფიციარებზე ძალადობის პრევენციის მიზნით, მოხდეს ძალადობის ფაქტების დროული იდენტიფიცირება/რეგისტრირება და ძალადობის მსხვერპლთა შესაბამისი სამართლებრივი, სოციალური, სამედიცინო და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციით უზრუნველყოფა“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)