|
2017-02-01 17:19:15, 1102 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი მეძმარიაშვილი დარღვევების დამტკიცების შემთხვევაში სეოკ-ის შემდგომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
იმ შემთხვევაში თუ დამტკიცდა, რომ 2016 წლის 23 დეკემბერს გამართულ სეოკ-ის პრეზიდენტის არჩევნების პროცესში დარღვევები იყო, შემდგომ არჩევნებში ირაკლი მეძმარიაშვილი მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის კანდიდატმა ირაკლი მეძმარიაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. ირაკლი მეძმარიაშვილმა აღნიშნა, რომ 2016 წლის 23 დეკემბრის არჩევნებში, არაუფლებამოსილმა პირებმა მიიღეს მონაწილეობა, რაც შემდგომში სასამართლოში სარჩელის მიზეზი გახდა. პრეზიდენტობის კანდიდატი აქვე ადასტურებს იმ ფაქტს, რომ არჩევნები ჩარევების გარეშე ჩატარდა, თუმცა მოხდა დარღვევები, რაზეც სასამართლომ უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. „თუ ის ყველაფერი დადასტურდა, რაზეც ჩვენ სასამართლოში ვდაობთ, მე აუცილებლად მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას. ვადასტურებ იმას, რომ ჩემი 57 ხმა იყო ოლიმპიური სახეობის ფედერაციებისგან მიღებული. უნდა დაითვალონ და მიხვდნენ, რომ სპორტულმა სამყარომ ხმა მათ არ მისცა. ჩემი მოთხოვნაა, რომ გაუქმდეს 23 დეკემბრის შედეგები, ჩატარდეს ხელახლა, თუმცა მანამდე ერთობლივად მივიღოთ გადაწყვეტილება, ვინ იქნება ხმის მიმცემი და რამდენი ხმა ექნება მას“,- აღნიშნა ირაკლი მეძმარიაშვილმა. პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, ის განცხადება, რომ აღნიშნული სარჩელი ზიანს აყენებს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის იმიჯს ან აფერხებს მის მუშაობას, არ შეესაბამება სიმართლეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ 24 იანვარს დააკმაყოფილა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (სეოკი) პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ირაკლი მეძმარიაშვილის მოთხოვნა და საქმეზე საბოლოო განაჩენის მიღებამდე, ოლიმპიური კომიტეტის 2016 წლის 23 დეკემბრის არჩევნების შედეგების მოქმედება დროებით შეაჩერა. ირაკლი მეძმარიაშვილი არჩევნების შედეგების გაბათილებას ითხოვს. საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, თამარ ჭუნიაშვილის განჩინების თანახმად, სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, საქმეში არსებულ მასალებს, შეამოწმა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობის დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„სეოკ-ის 2016 წლის 23 დეკემბრის სესიამ გამოკვეთა დასაბუთებული ვარაუდი, რომ აშკარად თაღლითური მეთოდით იყო მმართველობის შენარჩუნებისთვის ორგანიზებული სეოკ-ის საანგარიშო-საარჩევნო სესიის მზადების მარათონი. საეჭვო გახდა სეოკ-ის ვებგვერდზე დალეგატთა გვარ–სახელების–მათი წარმომავლობის გარეშე გამოქვეყნების განზრახულობაც. სეოკ-ის წესდებით განსაზღვრული საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაცია, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ქვემო ქართლის რეგიონალური ორგანიზაცია, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აფხაზეთის რეგიონალური ორგანიზაცია, საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპორტსმენთა კომისია, იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული არ არის“,- აღნიშნულია მოსამართლის განჩინებაში.
(NS)
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)